პროგრამა “საქართველოს მოხალისე 2015” დასრულდა

პროგრამა “საქართველოს მოხალისე 2015” დასრულდა

  • 08 დეკემბერი, 2015
  • 18:43
  • ადმინისტრატორი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მოხალისეობისგანვითრების პროგრამის „საქართველოს მოხალისეს"   შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებასესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და პროექტისმონაწილეები. რევაზ ჯაველიძემ წლის გამორჩეული მოხალისეები დააჯილდოვა  და  პროგრამაში მონაწილე ყველამოხალისეს გადასცა სიგელი. დასასრულს კი გაიმართა პრეზენტაცია 2015 წლის განმავლობაში პროექტისფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. როგორც სპორტის სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული პროექტის მიზანია  მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელისგანვითარება საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება,მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებისსაკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია და მოხალისეთა მიერგაწეული შრომის წახალისება . 2015 წლიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დაიწო მოხალისეობის განვითარების პროგრამის "საქართველოს მოხალისე" განხორციელება, რომელსაც  საფუძვლად უდევსსაქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.  პროგრამისფარგლებში საწყის ეტაპზე კონკურსის საფუძველზე შეირჩა 10 რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაცია,რომლებიც ადგილობრივ დონეზე ახორციელებდნენ პროგრამის კოორდინირებას. შერჩეული არასამთავრობოორგანიზაციების უშუალო მონაწილეობით კონკურსის საფუძველზე საქართველოს 67 მუნიციპალიტეტში 134მოტივირებული მოხალისე შეირჩა (2 მოხალისე თითო მუნიციპალიტეტიდან). 134 მოხალისისა და 10 რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგელებისათვის 6 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით ბაკურიანში გაიმართა  5 დღიანი მოსამზადებელი ტრეინინგ - სემინარი, რომელიც სპორტისა დაახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ შერჩეულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდმა" ჩაატარა. პროგრამის ფარგლებში შექმნილია ვებგვერდი www.mokhalise.ge და ასევე ფუნქციონირებს „საქართველოსმოხალისეების" ოფიციალური facebook  გვერდი - "საქართველოს მოხალისე", სადაც ასახულია მოხალისეებისმიერ განხორციელბული  ყველა აქტივობა.
ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

10 აგვისტო, 2018

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ქალაქში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციის, ამ დროისათვის შემოსულია...

ახალი სტატიები