კახა კალაძე ვიცე-მერს: ეს ადამიანები დღესვე გაათავისუფლეთ თანამდებობიდან!

კახა კალაძე ვიცე-მერს: ეს ადამიანები დღესვე გაათავისუფლეთ თანამდებობიდან!
14 / 02 / 2018 14:32

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მერიის 2 თანამშრომელი გაათავისუფლა. კალაძის თქმით, საქმე ეხება არქიტექტურისა და კეთილმოწყობის 2 თანამშრომლის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობას. კერძოდ, მისი განმარტებით, ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ საქმის წარმოებაში მიღებულ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს.

"მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა დაიწყო მოკვლევა რამდენიმე სამსახურის მიმართულებით. სამწუხაროდ გამოიკვეთა დარღვევები, კერძოდ ეს ეხება არქიტექტურისა და კეთილმოწყობის 2 თანამშრომლის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობას, კერძოდ, ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ საქმის წარმოებაში მიღებულ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს. მსგავსი ფაქტები რა თქმა უნდა ძალიან ცუდად ასახება თბილისის მერიის იმიჯზე და მერიის თანამშრომლების მუშაობის ხარისხზე.

არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანები, ვინც მოემსახურება ამ ქალაქს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. შესაბამისად, ასეთი ადამიანები , ვინც არაკეთილსინდისიერად მოიქცევა, ჩვენთან არ და ვერ იმუშავებს. მინდა მერიის აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს მივმართო, დაამთავრონ მოკვლევა და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, ხოლო ვიცე-მერს ვავალებ, ეს ადამიანები დღესვე გათავისუფლდნენ თანამდებობიდან. ჩვენ ხალხმა აგვირჩია იმისთვის, რომ ამ ქალაქს კეთილსინდისიერად მოვემსახუროთ.

ჩვენ უნდა შევქმნათ ერთი დიდი ოჯახი, რომელიც მსახური იქნება ამ ქალაქის და თბილისში მცხოვრები მოქალაქეების. მე მესმის, რომ ვიღაცას რაღაც შეიძლება გაუჭირდეს, ჰქონდეს პრობლემები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ გვერდზე გაიხედოს და არაკეთილსინდისიერად იმოქმედოს, თუ ვინმეს რამე პრობლემა აქვს, ჩვენ დავეხმარებით, მობრანდნენ და რაც შეგვეძლება მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ. ის ქმედებები, რაც ამ ორ ადამიანთან დაკავშირებით გამოივეთა, კატეგორიულად მიუღებელია", - აღნიშნა კახა კალაძემ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება