მსჯავრდებულ ნიკოლოზ ჩოფიკაშვილის ძმა: ჩემმა ძმამ რამდენიმე წლის წინ სცადა სუიციდი

მსჯავრდებულ ნიკოლოზ ჩოფიკაშვილის ძმა: ჩემმა ძმამ რამდენიმე წლის წინ სცადა სუიციდი
14 / 02 / 2018 15:44

თვითდაზიანება მიყენებული მსჯავრდებულის, ნიკოლოზ ჩოფიკაშვილის ძმა, თამაზ ჩოფიკაშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მისმა ძმამ რამდენიმე წლის წინ სცადა თვითმკვლელობა.

თამაზ ჩოფიკაშვილი ციხეში მომხდარ ფაქტზე ობიექტურ გამოძიებას და ძმისთვის სრულყოფილ სამედიცინო დახმარებას ითხოვს

"წარსულში, ახალი დაჭერილი რომ იყო, ჰქონდა მცდელობა... მე ძმას ვესაუბრე ხუთშაბათს, პარასკევს უნდა დაეწერა და შეხვედრა გვქონოდა. პარასკევს დაწერა ეს და შაბათს მოხდა ეს ინციდენტი.

ჩემი მოთხოვნაა პაციენტს მიაქციონ სათანადო ყურადღება და გამოძიება ჩატარდეს", - განაცხადა ნიკოლოზ ჩოფიკაშვილის ძმამ. 

ცნობისთვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით: "მსჯავრდებულმა ჩ.ნ.-მ 10 თებერვალს საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა. მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაციამ მყისიერად აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება. მომხდარიდან 7 წუთის განმავლობაში ის გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობა მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს". 

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, მჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. ჩ.ნ საკანში სამ თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა. მოწმეთა ჩვენებით, სავარაუდოდ, მსჯავრდებულმა თვითდაზიანება ერთჯერადი საპარსის პირით მიიყენა.

"პატიმარი ჩ.ნ. პენიტენციურ დაწესებულებაში 2014 წლიდან იხდის სასჯელს 19-108 მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ჩ.ნ.-მ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში წარსულშიც სამჯერ მიიყენა თვითდაზიანება, სამივე ფაქტზე მოხდა მისი გამოკითხვა, რის შედეგადაც, მისივე თქმით დადგინდა, რომ თვითდაზიანებები მსჯავრდებულმა სულიერი აშლილობის ნიადაგზე ყოველგვარი საპროტესტო მოთხოვნების გარეშე მიიყენა. ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჩანაწერები არსებობს მსჯავრდებულის პირად საქმეში. ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩ.ნ. ექიმ-ფსიქიატრის რეკომენდაციის საფუძველზე, 5-ჯერ იყო გადაყვანილი სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების მიღების მიზნით. ბოლოს ის , 2017 წლის აგვისტოდან ორი თვის განმავლობაში მკურნალობდა. ასევე, ჩ.ნ. 2016 წლიდან ჩართული იყო სუიციდის პრევენციის პროგრამაში. გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 115-ე მუხლით აწარმოებს",- ნათქვამია განცხადებაში.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება