კაპანაძე: ჩვენი მომხრეები მარგველაშვილს მხარს არ დაუჭერენ, მან პოლიტპატიმრები არ გაათავისუფლა

კაპანაძე: ჩვენი მომხრეები მარგველაშვილს მხარს არ დაუჭერენ, მან პოლიტპატიმრები არ გაათავისუფლა

კითხვაზე შეიძლება თუ არა იყოს გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციის გამაერთიანებელი რესურსის მატარებელი თუკი ის ამას მოინდომებს? - "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი სერგი კაპანაძე ასე პასუხობს:

"მე არ მინდა კონკრეტულ პიროვნებებზე საუბარი, რადგან სანამ თანამშრომლობა არ არის დაწყებული ეს არასწორია პრინციპულად. რახან თქვენ ახსენეთ გეტყვით, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის "ნაცმოძრაობის" მომხრე... არ მინდა ვისაუბრო პარტიაზე რომლის წევრი არ ვარ, მაგრამ იგივე "ევროპული საქართველოს" მომხრეები გიორგი მარგველაშვილს მხარს არ დაუჭერს. თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას შეეძლო მარტივად დაესრულებინა პოლიტიკური დევნა საქართველოში და გაეთავისუფლებინა პოლიტპატიმრები და ეს არ გააკეთა. ან თუნდაც განათლების მინისტრობის დროს რაც მან გააკეთა თავისუფალ უნივერსიტეტთან დაკავშირებით", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები