პრემიერი: მეწარმეები 5%-ის ნაცვლად 1%-იანი ბრუნვის გადასახადს გადაიხდიან

პრემიერი: მეწარმეები 5%-ის ნაცვლად 1%-იანი ბრუნვის გადასახადს გადაიხდიან

"მცირე მეწარმეებისთვის 5-ჯერ ვამცირებთ ბრუნვის გადასახადს, ანუ 5%-ის ნაცვლად იქნება 1%-იანი ბრუნვის გადასახადი",- ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"პირველი ეს გახლავთ მცირე მეწარმეებისთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ მეწარმეობის განვითარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია პრიორიტეტია, განსაკუთრებით მცირე მეწარმეობის. პარლამენტში, მთავრობის დამტკიცების დროს გამოსვლისას ვისაუბრე, რომ ვიწყებთ მეორე ტალღას მცირე ბიზნესის დახმარების. მას შემდეგ რაც, წარმატებით ხორციელდევა "აწარმოე საქართველოში" და ა.შ. მაგრამ, ჩვენ შემოვდივართ ახალი ინიციატივით და მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს, რომელმაც ძალიან საინტერესო საკანონდებლო პაკეტის ინიცირება მოახდინა. ეს გახლავთ ინიციატივა მცირე მეწარმეებისთვის და შეღავათიანი რეჟიმის დაწესების თაობაზე, კერძოდ, მცირე მეწარმეებისთვის 5-ჯერ ვამცირებთ ბრუნვის გადასახადს, ანუ 5%-ის ნაცვლად იქნება 1%-იანი ბრუნვის გადასახადი. ამასთან, მცირე მეწარმედ დღეს თუ ითვლება 100 ათას რალამდე ბრუნვის მქონე საწარმო, 500 ათას ლარამდე ბრუნვის საწარმო ჩაითვლება ამ კატეგორიაში და ვფიქრობთ, ეს არის მნიშვნელოვანი შვება. შემცირება საგადასახადო ტვირთის და წახალისება ახალი მეწარმეების. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეწარმეები აიტაცებენ ამ ინიციატივას",- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო

გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო

12 მარტი, 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები