პრეზიდენტი: მიმაჩნია, რომ მერაბიშვილი და სააკაშვილი შესაწყალებლები არ არიან

პრეზიდენტი: მიმაჩნია, რომ მერაბიშვილი და სააკაშვილი შესაწყალებლები არ არიან

„არ მიმაჩნია, რომ მერაბიშვილი და სააკაშვილი შესაწყალებლები არიან. მე თქვენთან ვერ გავივლი დეტალებს, რატომ კი და რატომ არა, მაგრამ რომ მიმაჩნდეს, რომ შესაწყალებელია, პოლიტიკური შემადგენლით ამ საკითხს არ მივუდგებოდი. ისევე, როგორც არ მივუდექი კაკო ბობოხიძის ძმას პოლიტიკური შემადგენლით“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაპირისპირება მას შემდეგ დაასრულა, რაც პრეზიდენტი გახდა.

„2013 წელს დავამთავრე დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“, იმიტო რომ მე გავხდი საქართელოს პრეზიდენტი და საქართველოს პრეზიდენტი არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის პრეზიდენტი, ან რომელიმე პოლიტიკური ლიდერის მსახური. საქართველოს პრეზიდენტი არის ერთადერთ სამსახურში - ემსახურება ქართველს ხალხს და ბუნებრივია, მე შეწყალების პროცესში არანაირად, არასდროს არ ვითვალისწინებ პოლიტიკურ შემადგენეს. კაკო ბობოხიძეზეც რომ იყო ლაპარაკი, რა სინდისით უნდა დამეტოვებინა კაკო ბობოხიძის ძმა ციხეში, იმიტომ რომ ის არის „ნაციონალია“. ეს ხომ იქნებოდა ამაზრზენი, ეს ხომ იქნებოდა მთელი ჩემი ბიოგრაფიის შეურაცჰყოფა, მაშინ როდესც მე ვამბობდი, რომ ‘ნაციონალები“ არასწორად იქცევიან, პოლიტიკურად რომ დევნიან. როგორ შეიძებოდა, რომ კაკო ბობოხიძის ძმა დამეტოვებინა ციხეში, იმიტომ რომ „ნაციონალია“, - აცხადებს პრეზიდენტი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

12 ივლისი, 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტზე, ნატო - საქართველო - უკრაინის ფორმატის სხდომის ფარგლებში მოკლე შეხვედრა გამართა აშშ-ს პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, თუ...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები