ირაკლი ზარქუა: თბილისს წლის ბოლომდე 100-მდე ახალი ავტობუსი ეყოლება

ირაკლი ზარქუა: თბილისს წლის ბოლომდე 100-მდე ახალი ავტობუსი ეყოლება

“თბილისის 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შედეგად, დედაქალაქს წლის ბოლომდე 100-მდე ახალი ავტობუსი ეყოლება“ - განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ გააკეთა. მისი თქმით, თბილისის ბიუჯეტი 35 მლნ ლარით იზრდება და აღნიშნული თანხის ძირითადი ნაწილი თბილისისთვის ახალი, მოდერნიზებული ავტობუსების შეძენას მთლიანად მოხმარდება.

„დედაქალაქის ბიუჯეტი 35 მილიონი ლარით იზრდება, საიდანაც გარდამავალი ნაშთი 34 მლნ ლარია, რომელიც გასული წლიდან არის გადმოსული, ხოლო დანარჩენი 576 ათასი ლარი ევროკავშირის გრანტის ნაწილია“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თქმით, 15 მლნ ლარის ფარგლებში, თანხები სხვადასხვა მუხლებში გადანაწილდება.

„ხუთი მილიონი ლარით შევამცირეთ მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის განსაზღვრული თანხა, რისთვისაც თავდაპირველად 11 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ შევისწავლოთ მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერები და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამჟამად, ყველა სარეაბილიტაციო სამუშაო შეჩერებულია. შესაბამისად, ამ თანხის ათვისება ვერ მოხდება, რის გამოც ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხა შემცირდება“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისი თქმით, ბიუჯეტის ამ მუხლში დარჩენილი ხუთი მილიონ სამასი ათასი ლარი იმ მეტროსადგურების რეაბილიტაციას მოხმარდება, რომლებიც ყველაზე სავალალო მდგომარეობაშია.

დეპუტატის განმარტებით, 2018 წლის თბილისის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების თანახმად, იზრდება გამწვანების, საბავშვო ბაგა-ბაღების რეაბილიტაციისთვის და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე გათვალისწინებული თანხები. 

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

21 მაისი, 2018

დღეს ზაფხულის ბაშოს მე-9 დღის შეხვედრები გაიმართა . ლევან გორგაძის (191სმ, 189კგ) მეტოქე დასავლეთის მე-3 მაეგაშირა, იაპონელი დაიეშო (181სმ, წონა 162კგ) იყო. დღემდე მათ შორის შეხვედრებში ლევანს სამი გამარჯვება ჰქონდა ერთი მარცხის წილ. დღეს ლევანმა...

ახალი სტატიები