მარგველაშვილი: მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა რომ არ "გავაპრავე", ეგრევე გავხდი ნაცი!

მარგველაშვილი: მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა რომ არ "გავაპრავე", ეგრევე გავხდი ნაცი!

"მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა, რომ არ "გავაპრავე", ეგრევე გავხდი ნაცი. რამდენიმე წელიწადში კი ეს ყველაფერი, მერაბიშვილზე სტრასბურგის გადაწყვეტილებით სახით, საქართველოს დაუბრუნდა“, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" გააკეთა.

"როდესაც ვთქვი, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ამბავს მოდი სერიოზულად მოვეკიდოთ, იმიტომ რომ ცუდად დაგვიბრუნდება და რომ არ "გავაპრავე" ეს ამბავი, ეგრევე გავხდი ნაცი. რამდენიმე წელიწადში კი ეს ყველაფერი დაუბრუნდა საქართველოს სტრასბურგის გადაწყვეტილებით მერაბიშვილზე. იმის მერე კი, ვინმემ თქვა, თუ როგორ შეგვეშალა მაშინ, რომ არ დავუჯერეთ გიორგისო?! არა, არავის მოუვიდა ეს აზრად თავში. მეტიც, მათ ხომ არ ელაპარაკებიან, მე მწერენ ყოველ დღეგამოშვებით ევროპარლამენტარები, რომ იცით რა?! პოლიტმატიმარი გყავთ და აბა ამ საქმეს მიხედეთ. მე მეუბნებიან, რომელიც ვამბობდი, რომ ამ თემას მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს არ არის შაყირში გადასატანი თემა", - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

12 ივლისი, 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტზე, ნატო - საქართველო - უკრაინის ფორმატის სხდომის ფარგლებში მოკლე შეხვედრა გამართა აშშ-ს პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, თუ...

ახალი სტატიები