ბესელია დაგროვებითი პენსიის სისტემაზე: ამით ჩვენ ძალინ მყარ სოციალურ გარანტიებს ვქმნით

ბესელია დაგროვებითი პენსიის სისტემაზე: ამით ჩვენ ძალინ მყარ სოციალურ გარანტიებს ვქმნით

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ "დაგროვებითი პენსიის" შესახებ კანონპროექტში, შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები შევიდეს, თუმცა მისი არსი სადავო არ უნდა იყოს.

"ჩვენ შეიძლება განვიხილოთ და ვიმსჯელოთ კონკრეტულ ჩანაწერზე, ვადებზე, ასაკობრივ დათქმაზე და ა.შ. მაგრამ ის, რომ ეს სისტემა არის შემოსაღები და ამ სისტემით ჩვენ ვქმნით გარანტიებს სოციალურ, ძალიან მყარ ბერკეტს ჩვენი მოქალაქეებისთვის, მემგონი, ეს დავას არ უნდა იწვევდეს",- განაცხადა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტი "დაგროვებითი პენსიის" შესახებ კანონპროექტზე იწყებს მუშაობას. წარმოდგენილი კანონპროექტი განსაზღვრავს დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს ვალდებულებებს საპენსიო შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებით.

კერძოდ დამსაქმებელი ვალდებული იქნება დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დაუბეგრავი ხელფასის მინიმუმ 2% ხელფასის იმ მოცულობაზე, რომელიც წლიურად არ აღემატება 60 000 ლარს.

ამასთანავე, დამსაქმებელი ვალდებული იქნება დასაქმებულის სახელით დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დაუბეგრავი ხელფასის მინიმუმ 2% ხელფასის იმ მოცულობაზე, რომელიც წლიურად არ აღემატება 60 000 ლარს

გარდა ამისა, დასაქმებულის სასარგებლოდ სახელმწიფო ვალდებული იქნება დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დაუბეგრავი ხელფასის 2%, ხელფასის იმ მოცულობაზე, რომელიც არ აღემატება 24 000 ლარს წელიწადში, ხოლო დაუბეგრავი ხელფასის 1% ხელფასის 24 000-დან 60 000 ლარამდე მოცულობაზე.

მსგავსი სიახლეები

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები