ხაბეიშვილი პრემიერს: ხელი არ მოაწეროთ კახი კალაძის განკარგულებას

ხაბეიშვილი პრემიერს: ხელი არ მოაწეროთ კახი კალაძის განკარგულებას

„ნაციონალური მოძრაობა“, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს, რომ ხელი არ მოაწეროს დედაქალაქის მერის, კახი კალაძის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 50 მილიონი ლარი, ტენდერის გარეშე, პირდაპირი განკარგვის გზით, ერთ კონკრეტულ კომპანიას გადაეცემა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა, „რუსთავი2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, კალაძის ამ გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მოსახლეობამ 5 მილიონი ლარით უკვე იზარალა.

„კალაძე ითხოვს 50 მილიონი ლარის ხელშეკრულება გააფორმოს ტენდერის გარეშე, რაც არის ნარმანიას მიერ დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა. ამ გადაწყვეტილებით, რომ ტენდერს არ ატარებს კალაძე ამ მიმართლებით, 5 მილიონი ლარი დაკარგა და იზარალა თბილისის მოსახლეობამ. ამ თანხით თავისუფლად შეიძლებოდა 4500 პედაგოგისთვის 100 ლარიანი დანამატის გაკეთება 1 წლის განმავლობაში, თავისუფლად შეიძებოდა 100 ლარიანი ვაუჩერი მიეცათ 50 000 პენსიონერისთვის, ამ თანხით თავისუფლად შეიძლებოდა 10 000 სტუდენტისთვის 500 ლარიანი სტუდენტური დასაქმება. ნაცვლად ამისა, რომ რეალურად თბილისელებზე დაიხარჯოს ეს თანხა, ჩვენ ვხედავთ, რომ ისევ კორუფცია, ისევ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით წასვლა, ისევ მილიონობით ლარზე საუბარი, სადაც ტენდერს არ ატარებენ.

საინტერესო არის ის, რომ დედაქალაქის მთავრობა კვირიკაშვილს სთხოვს, რომ მისცეს ამის უფლება. დღევანდელი ბრიფინგის მიზანი არის შემდეგი, რომ მივმართოთ პრემიერს, იქნებ კვირიკაშვილმა მაინც არ მოაწეროს ამ განკარგულებას ხელი, რომ თბილისელებმა არ დავკარგოთ 5 მილიონი ლარი“, -აცხადებს ხაბეიშვილი.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები