ბექა დავითულიანი ლევან ხაბეიშვილზე: თბილისის მერმა უკვე მიუჩინა მას ადგილი ნაძვის ხეზე (ვიდეო)

ბექა დავითულიანი ლევან ხაბეიშვილზე: თბილისის მერმა უკვე მიუჩინა მას ადგილი ნაძვის ხეზე (ვიდეო)

თბილისის საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანმა რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარესთან გიორგი გაბაშვილთან და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთან, ნიკოლოზ ვაჩეიშვილთან კონსტრუქციული თანამშრომლობა შესაძლებელი, თუმცა, ამავე ფრაქციის წევრზე ლევან ხაბეიშვილზე განაცხადა, რომ ყოველ სხდომაზე შოუს დგამს. დავითულიანის თქმით, ამის გამო თბილისის მერმა კახა კალაძემ მას უკვე მიუჩინა ნაძვის ხეზე ადგილი.


"დარწმუნებული ვარ, მთელი საზოგადოებისთვის ეს პროცესი მოსაბეზრებელია. ბოდიში და უკვე ჭიჭყინში გადაზრდილი ერთმანეთთან კამათი, უმიზნო და შეუსაბამო საერთოდ ყველანაირ პოლიტიკურ ეთიკასთან.

რა გაიგო დღეს ხალხმა ჩვენი კამათით, იმის ნაცვლად, რომ გაეგო, 100 ავტობუსი შემოვა წელს თბილისში დღევანდელი გადაწყვეტილების საფუძველზე, იმის ნაცვლად, რომ გაეგო, ბავშვებს უფრო უსაფრთხო გარემო ექნებათ ბაღებში და კომფორტული.

იმის ნაცვლად, რომ გაეგოთ, დამატებით ქუჩების გამწვანებისთვის 4 მილიონი ლარით გაიზრდება დაფინანსება.

იმის ნაცვლად, რომ გაეგოთ, ძველი თბილისის მასშტაბური რეაბილიტაცია ხორციელდება, გაუგებარი ხმაური გაიგო ხალხმა. 50 მილიონი თურმე რომ გადავეცით გუდიაშვილის ბაღის რეაბილიტაციისთვის, აპოკალიფსი დადგა. 2010 წელს რომ საერთოდ გაათავისუფლეთ ფონდი ყოველგვარი შეზღუდვისგან და ხაზინის გარეშე, 10 მილიონი რომ ჰქონდა იმ ფონდის ხელმძღვანელს. პლასტიკური ბარათით 10 მილიონი რომ ჰქონდა აღებული თქვენსდროინდელ ფონდის ხელმძღვანელს, ეს ვერ გაიგო ხალხმა და გაიგო, რომ ახლა ხდება აპოკალიფსი.

არ მინდა დავიჯერო ის, რომ თქვენ სპეციალურად გინდათ ეს. მითუმეტეს, თქვენ ორთან მიმართებაში დამდვილად არ მაქვს განწყობა, რომ თქვენთან კონსტრუქციული თანამშრომლობა არ შეიძლება. თქვენი კოლეგისგან განსხვავებით, ბატონ ვაჩეიშვილს გვერდით რომ უზის, რომელიც კლოუნადაც გვიწყობს აქ ყოველ სხდომაზე. მას ქალაქის მერმაც თავის დროზე მიუჩინა ადგილი, ნაძვის ხეზე და დღესაც მოგიჩინეს. არ ვეთანხმები ამაში არც კალაძეს და არც ჩემს კოლეგას, რომელმაც დღეს ცირკისკენ გაგიშვათ იმიტომ რომ ბავშვები არ უნდა შევაშინოთ და გავრყვნათ თქვენი ყურებით",-განაცხადა მან.

შეგახსენებთ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2017 წლის 15 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლევან ხაბეიშვილს: "ერთი ადგილი გვაქვს ნაძვის ხეზე შენთვის შემონახული, ოღონდ პარლამენტის მხრიდან".

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები