ნიკა გვარამია ნინო ჟიჟილაშვილს: მე  ვიცავ მედია გარემოს და დემოკრატიას საქართველოში (ვიდეო)

ნიკა გვარამია ნინო ჟიჟილაშვილს: მე ვიცავ მედია გარემოს და დემოკრატიას საქართველოში (ვიდეო)

დღეს გამართულ მედიაკონფერენციაზე "ტვ პირველი"-ს ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა, სარედაქციო პოლიტიკაში ხელისუფლების ჩარევაზე განაცხადა.

ჟურნალისტის თქმით, იყო ასეთი სახის სიგნალი ხელისუფლების მხრიდან. თუმცა, მისივე განმარტებით ეს არ ყოფილა კონკრეტულა ჩარევა. ჟიჟილაშვილი აცხადებს, რომ მუშაობენ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებაზე.

კონფერენციაზე "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ნინო ჟიჟილაშვილსა და ვახო სანაიას მოუწოდა, თქვან სიმართლე,  კი არა სიმართლე თქვან.

„რას ნიშნავს ეს სიგნალები? იყო თუ არა მფლობელზე ზეწოლა, ფიგურირებდა ჯეჯელავას(განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და ქუმსიშვილის (ეკონომიკის მინისტრი დიმიტრია ქუმსიშვილი) გვარები და ტექსტები მათთან დაკავშირებით, ჩვენ ეს დეტალები გვაინტერესებს ქალბატონო ნინო და არა კუთხეებშემოთლილი ტექსტი, რომელიც ახალა თქვენ ბრძანეთ“, - ასე მიმართა კონფერენციაზე ნიკა გვარამიამ ნინო ჟიჟილაშვილს. 

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

06 ივნისი, 2018

"სიდას" ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 8 ივნისს სამოქალაქო კოლეგიაში სარჩელს 8 პირის წინააღმდეგ შეიტანს. როგორც მისმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა...

ახალი სტატიები