შსს: "ქართული მარშის" ლეგიონის თბილისში პატრულირებას მკაცრი რეაგირება მოჰყვება

შსს: "ქართული მარშის" ლეგიონის თბილისში პატრულირებას მკაცრი რეაგირება მოჰყვება

"ქართული მარშის" წევრები დედაქალაქში პატრულირებას იწყებენ, ისინი 15-კაციან ლეგიონებად დაიყოფიან და ვიდეო კამერებით აჭურვილები დააკვირდებიან ქალაქს. იმ შემთხვევაში თუ დაინახავენ, რომ მოქალაქემ საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია, იქვე დააკავებენ, გამოიძახებენ პატრულს და სამართალდამცველებს გადასცემენ.

როგორც "აიპრესთან" შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ:

"ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა და დანაშაულის აღკვეთა კანონის საფუძველზე შექმნილი სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა. შესაბამისად კანონით, მხოლოდ აღნიშნულ ორგანოებს აქვთ დამნაშავეთა მიმართ ლეგიტიმური ძალის გამოყენების უფლებამოსილება. ვინმეს მხრიდან, რაიმე სახის, სპეციალური საპოლიციო საქმიანობის განხორციელების ნებისმიერი მცდელობა შეფასდება უხეშ კანონდარღვევად და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოჰყვება მკაცრი რეაგირება", - განაცხადეს სამინისტროში.

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

06 ივნისი, 2018

"სიდას" ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 8 ივნისს სამოქალაქო კოლეგიაში სარჩელს 8 პირის წინააღმდეგ შეიტანს. როგორც მისმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა...

ახალი სტატიები