"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია IUSY-ს წევრი გახდა

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია IUSY-ს წევრი გახდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) ყოველწლიურ კონგრესში. მონტენეგროში გამართულ ღონისძიებაზე ორგანიზაციის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სრულ წევრობას.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდული ორგანიზაცია უკვე წლებია თანამშრომლობს IUSY-თან. 2016 წლის გაზაფხულზე ჩვენი ორგანიზაცია მისი დამკვირვებელი წევრი გახდა. იმავე წლის ივნისში IUSY-ის გენერალური მდივანი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობასაც ესწრებოდა. ასევე, ჩვენი წარმომადგენლები სისტემატურად მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამართულ კონფერენციებს უკრაინაში, მოლდოვაში, რუმინეთში, ალბანეთში, შვედეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.


IUSY მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომლის წევრებიც ევროპის და სხვა 100-მდე ქვეყნის წარმომადგენლები არიან.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები