პრემიერი: უვიზო მიმოსვლით ქართველებს  შეუძლიათ გაიცნონ სამყარო, რომლისკენაც ქვეყანა ისწრაფვის

პრემიერი: უვიზო მიმოსვლით ქართველებს შეუძლიათ გაიცნონ სამყარო, რომლისკენაც ქვეყანა ისწრაფვის

ევროკავშირთან ამბიციური ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება რჩება საქართველოს მთავრობის ძირითად პრიორიტეტად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ევროკავშირთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის სარგებელი ეჭვგარეშეა. 2017 წლის მარტში საქართველოს მოქალაქეებს მიენიჭათ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება. ამ ისტორიულმა მომენტმა საქართველო მნიშვნელოვნად დააახლოვა ევროპასთან. უვიზო მიმოსვლა ხელს უწყობს პროფესიულ გაცვლას ბიზნესმენებს, მეცნიერებს, სტუდენტებს და ხელოვნების წარმომადგენლებს შორის. ეს კი ნიშნავს, რომ ქართველებს აქვთ შესაძლებლობა, ჩამოვიდნენ ევროპაში და თავად იხილონ ევროპელთა მიღწევები, კეთილდღეობა, კანონის უზენაესობის პატივისცემა და კეთილგანწყობილი გარემო - ანუ, სამყარო, რომლისკენაც საქართველო ისწრაფვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო

გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო

12 მარტი, 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები