პრემიერი: არავინ არის დაზღვეული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეებისგან

პრემიერი: არავინ არის დაზღვეული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეებისგან

"საქართველოს წინაშე დღესაც დგას სერიოზული გამოწვევები უსაფრთხოების კუთხით, ასევე ჩვენი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და მიმდინარე მილიტარიზაცია, ხოლო ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი დღესაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა არავინ არის დაზღვეული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეებისგან, რის გამოც ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობებს დასავლელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით ჩვენს ორმხრივ კავშირებს გერმანიასთან", - - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ეს კავშირები ნაცადი და საიმედოა და მათი ფესვები უნდა ვეძებოთ პირველ გერმანულ დასახლებებში, რომლებიც საქართველოში ზუსტად ორი საუკუნის წინ აღმოცენდა. გერმანიამ წამყვანი როლი შეასრულა 100 წლის წინ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებაში. გერმანია დღესაც გადამწყვეტ როლს ასრულებს და გვევლინება საქართველოს სუვერენიტეტის და განვითარების გარანტად", - აღიშნა პრემიერმინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო

გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო

12 მარტი, 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები