ოკუპირებული აფხაზეთიდან ღვინის წილი რუსულ ბაზარზე სამჯერ შემცირდა

ოკუპირებული აფხაზეთიდან ღვინის წილი რუსულ ბაზარზე სამჯერ შემცირდა

რუსეთში, 2017 წლის ღვინის უმსხვილეს იმპორტიორთა შორის მეხუთე ადგილს ოკუპირებული აფხაზეთი იკავებს. ამის შესახებ RBC წერს.

მისი წილი რუსულ ბაზარზე 6,9%-ს შეადგენს. მიწოდების მოცულობა იგივე დარჩა, რაც წინა წელს იყო - 16,9 მილიონ ლიტრი, თუმცა საბაზრო წილი თითქმის 3-ჯერ შემცირდა. ზუსტად ამავე მაჩვენებლით გაიზრდა 2017 წელს რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის საბაზრო წილი. ამის შესახებ Wineretail-ის ხელმძღვანელი ალექსანდრ სტავცევი საუბრობს.

გასული წლის მაჩვენებლების მიხედვით, საქართველო რუსეთში ღვინის იმპორტიორ სამ უმსხვილეს ქვეყანას შორისაა. საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტი 2006 წლიდან 2013 წლამდე აკრძალული იყო. რუსეთში ღვინის იმპორტი 2017 წელს თითქმის 40%-ით გაიზარდა, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა საქართველომ. ქართული ღვინის იმპორტი რუსეთში 1,7-ჯერ გაიზარდა, 35 მილიონ ლიტრამდე.

რუსეთში ღვინის იმპორტიორი უმსხვილესი ქვეყანა ესპანეთია (თითქმის 53 მილიონი ლიტრი), მეორე ადგილს იტალია იკავებს (43 მილიონი ლიტრი), ხოლო მესამე ადგილზე საქართველოა.

მიმდინარე წელს კი საქართველომ მოსკოვში გამართულ გამოფენაზე „პროდექსპო“ თავისი საკოლექციო სტენდი პირველად წარადგინა. საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის და ღვინის ქარხანა Hetsuriani-ს მფლობელის შალვა ხეცურიანის თქმით, ღვინის ადგილობრივი დასახელებები რუსეთში გაცილებით ცნობადია, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანაში.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები