პუშკოვი: მიხეილ სააკაშვილის მომხრე დეპუტატებთან საუბარს აზრი არ აქვს

პუშკოვი: მიხეილ სააკაშვილის მომხრე დეპუტატებთან საუბარს აზრი არ აქვს

"რუსეთს ახლა საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობა აქვს, მე ვიცი, რომ ქართული საქონელი რუსულ ბაზარზე შევიდა იმ რთული დროისგან განსხვავებით. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა გადაუჭრელი რჩება,მაგრამ ეს არ უშლის ხელს ორივე ქვეყანას შორის ადამიანური ურთიერთობების გაღრმავებას, - ამის შესახებ რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკის ფედერაციის საჭოს კომისიის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა "რუსთავი 2"-თან გერმანიაში,  მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"დიახ არის პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ამით რატომ უნდა დაზარალდეს ვაჭრობა და ქართველი მეწარმე, საბოლოო ჯამში კი მოსახლეობა. როდესაც მე დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ვხელმძღვანელობდი თედო ჯაფარიძესთან ჩვენ აქტიური და საკმაოდ პოზიტიური კონტაქტი გვქონდა. კონტაქტი სხვა ქართველ დეპუტატებთანაც გვქონდა, უბრალოდ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ საქართელოში ორი სახის დეპუტატები არიან. ერთნი,რომლებიც უარყოფილად არიან განწყობილნი რუსეთის მიმართ ესენი ძირითადად მიხეილ სააკაშვილის მომხრეები არიან. მათთან საუბარს აზრი არ აქვს. მეორენი, რომლებიც ფიქრობენ იმას, რომ საქართველო მეზობელი ქვეყანაა და ასე თუ ისე ურთიერთობის ქონა აუცილებეელია. ჩვენ მეორე ტენდენციას მხარს ვუჭერთ და მზად ვართ სხვა ასეთი ახალი კონტაქტებისთვის", - განაცხადა პუშკოვმა

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

06 ივნისი, 2018

"სიდას" ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 8 ივნისს სამოქალაქო კოლეგიაში სარჩელს 8 პირის წინააღმდეგ შეიტანს. როგორც მისმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა...

ახალი სტატიები