სერგი კაპანაძე: საგზაო დეპარტამენტის ტენდერებში დიდი კორუფციული სქემები იკვეთება

სერგი კაპანაძე: საგზაო დეპარტამენტის ტენდერებში დიდი კორუფციული სქემები იკვეთება

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი სერგი კაპანაძე „აიპრესთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საგზაო დეპარტამენტის ტენდერებში დიდი კორუფციული სქემები იკვეთება. ამიტომ, აუცილებელია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ტენდერებზე საპარლამენტო კონტროლი ხორციელდებოდეს ოპოზიციის ხელმძღვანელობით

"მანადე კი ყველა ასეთი ფაქტი უნდა გახდეს საზოგადოების ყურადღების საგანი, რომ მომავალში ეს ჩინოვნიკები ორჯერ დაფიქრდნენ, სანამ ასეთ სქემებში ჩაერთვებიან" - ამბობს სერგი კაპანაძე.

ბოლო პერიოდში მედიაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა მსხვილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებში შესული საეჭვო კომპანიების შესახებ და ასევე იმ საეჭვო პროცედურებზე, რაც ტენდერის შემდეგ შესული ცვლილებების სახით ხდება.

ამის შესახებ არაერთი სტატია გამოქვეყნდა "აიპრესშიც": რატომ ასაქმებენ საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები; გიორგი სეთურიძე: ჩვენ პასუხს ვაგებთ 2016 წლის მერე განხორციელებული პროექტების ხარისხზე

რა შეფასებას გააკეთებდით ზოგადად საგზაო ტენდერებში მიმდინარე პროცესებზე. რასთან გვაქვს საქმე და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს?

სრულიად ცალსახაა, რომ საგზაო დეპარტამენტის ტენდერებში დიდი კორუფციული სქემები იკვეთება. ეს არის ლოგიკური გაგრძელება იმ კორუფციული სისტემის რაც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა სახელმწიფო სამსახურში, იქნება ეს მერია თუ სხვა უწყებები. მილიონობით გაფლანგულ საბიუჯეტო სახსრებს და ბიუროკრატიულ ხარჯებს ახლა-ახალი სქემებიც დაემატა, სადაც უკვე პირდაპირ და ღიად იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი და კორუფციული ინტერესები

საგზაო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები და საგზაო ტენდერების კომისიის წევრები ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებში საქმდებიან. საგზაო დეპრტამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს უბრალოდ კომპეტენტური კადრების წაყვანის სურვილითაა გამოწვეული
მაგალითად, საუბარია ასეთ ფაქტებზე:

- გივი ჩოჩია - საგზაო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, სამუშაოდ გადავიდა იმ თურქულ კომპანიაში, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ ბათუმის შემოვლითი გზის ტენდერი მოიგო. საუბარია კომპანია „POLAT YOL & MAPA“ -ზე.

- ზაზა სიმონია - საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე. საგზაო დეპარტამენტიდან სამუშაოდ გადადის ჩინურ კომპანია „სინოჰიდროში“, რომელსაც მოგებული აქვს ყველაზე ძვირადღირებული საგზაო ტენდერები, მათ შორის, სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტი, რომლის ღირებულება 253 მილიონია. ზაზა სიმონია "სინოჰიდროში" საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე - რეგიონალურ მენეჯერად ინიშნება.

- ირაკლი ხერგიანი - საავტომობილო გზების დეპარტAმენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, სამუშაოდ გადავიდა საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია „დოჰვა ინჟინერინგში“, კომპანიაში, რომელიც ზედამხედველობას უწევდა თბილისი-რუსთავის გზას, ქობულეთის შემოვლით გზას და საქართველოს 10 შიდა და მეორადი გზის რეკონსტრუქციის ზედამხედველობა აქვს აღებული.

როგორ შეაფასებდით ამ გადაადგილებებს?

ეს არის ახალი სქემა. ეს მაღალჩინოსნები იმდენად გათავხედდნენ და ისეთი დაუსჯელობის სინდრომი აქვთ, რომ, როგორც ჩანს, აღარც ერიდებიან ასეთი ღია ფორმით კორუფციულ სქემებში მონაწილეობას.

საერთაშორისო დონის პროექტებთან დაკავშირებით ხომ არ უნდა იყოს მეტი საპარლამენტო კონტროლი. თუნდაც სატენდერო პირობებსა თუ ტენდერის შემდეგ მომხდარ ცვლილებებზე? მაგალითისთვის, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მაგალითი რომ ავიღოთ იმ გაურკვეველი ცვლილებებით, რაც შევიდა.

ცალსახად მეტი კონტროლი უნდა იყოს. ასევე აუდიტის სამსახური უფრო მეტი რეგულარობით უნდა ახორციელებდეს კონტროლს.

საპატლამენტო კონტროლი ამგვარ ტენდერებზე ოპოზიციის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიის მიერ უნდა ხორციელდებიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ რომ ასეთი ფაქტები მომრავლდა და ქვეყანას უკვე გამოუსწორებელი ზიანი ადგება. ასეთი დონის კორუფცია უკვე შევარდნაძის დროინდელ მასშტაბებსაც კი უსწრებს

საგზაო ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს წარმოდგენილი აქვთ არასათანადო სანდოობის ბანკების გარანტიები.

მაგალითად:

სამტრედია-გრიგოლეთის 1 ლოტის მშენებელი უკრაინული კომპანია "ალტკომი" ქვეყნიდან გავიდა და შემდეგ საძებნი გახდა. კომპანიას უკრაინული ბანკის გარანტია ჰქონდა წარმოდგენილი და ავანსი - 47 მილიონი ოკუპირებულ დონეცკში რეგისტრირებულ ფილიალში გადაირიცხა.

იმავე გზის სხვა მონაკვეთის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულ ყაზახურ კომპანია "ტოდინს" არაშესაბამისი კლასის ყაზახური ბანკის გარანტია აქვს წარმოდგენილი.

რას იტყოდით ამ ფაქტებზე და რატომ შეიძლება იღებდეს სახელმწიფო და შესაბამისი კომისიები და ჩინოვნიკები ასეთ გადაწყვეტილებებს?

ეს საკითხიც უფრო მეტად უნდა კონტროლდებოდეს. ამ პრობლემას იმდენად სისტემური ხასიათი აქვს, რომ სანამ „ქართული ოცნება: იქნება ხელისუფლებაში, არაფერი ეშველება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ეს ხელისუფლება დროულად გავისტუმროთ სახლში.

მანადე კი ყველა ასეთი ფაქტი უნდა გახდეს საზოგადოების ყურადღების საგანი, რომ მომავალში ეს ჩინოვნიკები ორჯერ დაფიქრდნენ, სანამ ასეთ სქემებში ჩაერთვებიან. ამ კუთხით კი პარლამენტმა გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს. უბრალოდ, მე არ მგონია ამ ხელისუფლების პირობებში ოცნების ხელმძღვანელობა დათანხმდეს მეტ გამჭვირვალობას და პარლამენტის როლის გაზრდას.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები