პატრიარქი: ღმერთმა შეგინდოთ და სინანულის მარხვა გაგატარებინოთ

პატრიარქი: ღმერთმა შეგინდოთ და სინანულის მარხვა გაგატარებინოთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვა წაიკითხა, მრევლი დალოცა და ბედნერიერი აღდგომა უსურვა.

"ღმერთმა შეგინდოთ, გაგახაროთ, გაგაძლიერთო და ღმერთმა სინანულის მარხვა გაგატარებინოთ და ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ", - ბრძანა პატრიარქმა. 

შეგახსენებთ, დღეს მართლმადიდებელი სამყარო, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად მძიმე 48 დღიან მარხვას იწყებს. 

ცნობისთვის, მართლმადიდებელი სამყარო, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას 2018 წლის 8 აპრილს იზეიმებს.

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები