თეა წულუკიანი ბოკუჩავას: ბიძინამ თქვენს დასამარცხებლად გამომგზავნა

თეა წულუკიანი ბოკუჩავას: ბიძინამ თქვენს დასამარცხებლად გამომგზავნა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინათინ ბოკუჩავას ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

"მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თქვენთან სერიოზულად ლაპარაკს არ ვაპირებ. ბატონი მიხეილი არის სვალალო მდგომარეობაში, რომლის მდგომარეობასაც საქართველოს არცერთ პრეზიდენტს არ ვუსურვებ, იმ მდოგმარეობაში, სამართლებრივში და პოლიტიკურში, როგორშიც თავად მან ჩაიგდო თავი. შესაბამისად, სამართალდამცავი სტრუქტურები მიმართავენ, თუ უკვე მიმართეს, როდის მიმართავენ ეს სამართალდამცავი სტრუქტურების საქმეა. თუ თქვენ აქ გამოგაგზავნეს იმისთვის, რომ წინმსწრებად მიიღოთ ინფორმაცია, ამ ფორმით არ ხდება ამ თემებზე....“ - განაცხადა თეა წულუკიანმა საკომიტეტო მოსმენაზე

რაზეც თინა ბოკუჩავამ რეპლიკით უპასუხა: "ქალბატონო თეა კორექტულად, თქვენ ბიძინამ რისთვის გამოგაგზავნათ ყველამ კარგად იცის". რაზეც იუსტიციის მინისტრმა უპასუხა:

"თქვენს დასამარცხებლად, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერს მოვახერხეთ 72 %-ით" 

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები