მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს და წულუკიანს ხალხი მიწვდება და პასუხს აგებენ

მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს და წულუკიანს ხალხი მიწვდება და პასუხს აგებენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გუშინდელ განცხადებას პასუხობს.

"ვფიქრობ, ყველამ დაინახა ამ ხალხის ტყუილები თავისივე ტყუილებში და ხალხის მოტყუებაში რა თქმა უნდა, მათ ბადალი არ ჰყავთ, მაგრამ კონკრეტულად ამ პიროვნებებზე, ივანიშვილზე, მის ზოგიერთ მინისტრზე მახსენდება უინსტონ ჩერჩილი, მას ერთ-ერთ მიღებაზე მიეჭრა ოპონენტი პარტიის წარმომადგენელი ქალბატონი და უთხრა, ბატონო პრემიერ-მინისტრო თქვენ მთვრალი ხართ,მ რაზეც ჩერჩილმა უპასუხა, ქალატონო მე მართლა მთავრალი ვარ და თქვენ ძალიან მახინჯი ხართ. ხვალ დილას მე გამეღვიძება და უკვე ვიქნები ფხიზელი, ეს არის ჩემი პასუხი წულუკიანს. ივანიშვილი და წულუკიანი თავისი მასშტაბების გამო იქამდეც ვერ მომწვდნენ, სადაც მოწვდენა ჩემზე უნდოდა ივანიშვილს პატრონს პუტინს, იქამდეც ვერ მომწვდნენ და ვერც მომწვდებიან, მაგრამ ქართველი ხალხი მიწვდება მათ ყველგან სადაც საჭიროა და სათანადოდ აგებინებს პასუხს",- განაცხადა სააშვილმა "რუსთავი 2"-თან.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს თინა ბოკუჩავს მიხეილ საკაშვილთან დაკავშირებით ასე უპასუხა:

"მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თქვენთან სერიოზულად ლაპარაკს არ ვაპირებ. ბატონი მიხეილი არის სვალალო მდგომარეობაში, რომლის მდგომარეობასაც საქართველოს არცერთ პრეზიდენტს არ ვუსურვებ, იმ მდოგმარეობაში, სამართლებრივში და პოლიტიკურში, როგორშიც თავად მან ჩაიგდო თავი. შესაბამისად, სამართალდამცავი სტრუქტურები მიმართავენ, თუ უკვე მიმართეს, როდის მიმართავენ ეს სამართალდამცავი სტრუქტურების საქმეა. თუ თქვენ აქ გამოგაგზავნეს იმისთვის, რომ წინმსწრებად მიიღოთ ინფორმაცია, ამ ფორმით არ ხდება ამ თემებზე....“ - განაცხადა თეა წულუკიანმა საკომიტეტო მოსმენაზე

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

06 ივნისი, 2018

"სიდას" ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 8 ივნისს სამოქალაქო კოლეგიაში სარჩელს 8 პირის წინააღმდეგ შეიტანს. როგორც მისმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა...

ახალი სტატიები