სალომე სამადაშვილი: პარლამენტში უნდა მობრძანდეს შს მინისტრი, ბატონი გახარია

სალომე სამადაშვილი: პარლამენტში უნდა მობრძანდეს შს მინისტრი, ბატონი გახარია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს, ეს განცხადება საპლამენტო ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა დაზვერვის სამსახურის უფროსის, დავით სუჯაშვილის მოსმენის შემდეგ გააკეთა.

დეპუტატის თქმით, მან ამ შეხვედრაზე დღეს ვერ მოისმინა მთავარი რამ - თუ რამდენად უმკლავდება საქართველოს სახელმწიფო იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არსებობს. სამადაშვილი აქვე აღნიშნავს, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტში მოწვეულნი უნდა იყონ ის თანამდებობის პირები, ვინც პასუხისმგებელნი არიან ამ საფრთხეების განეიტრალებაზე.

„რამდენადაც სხდომა დახურული იყო, მე არ ვარ უფლებამოსილი, სხდომის დეტალებზე ვისაუბრო. შეხვედრა იყო სასარგებლო იმის მოსასმენად თუ როგორ აფასებს დაზვერვის სამსახური დღეს ამ ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანებს, მაგრამ პირველ რიგში, აუცილებელია, ჩვენ უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტში მოვიწვიოთ ის თანამდებობის პირები, ვინც პასუხისმგებელნი არიან ამ საფრთხეების განეიტრალებაზე. თუ ჩვენ რეალურად ვაპირებთ, რომ პარლამენტში ვიმსჯელოთ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, პარლამენტში უახლოეს დღეებში უნდა მობრძანდეს შინაგან საქმეთა მინისტრი, ბატონი გახარია. ამ შეხვედრაზე დღეს ვერ მოვისმინე მთავარი რამ, რაც მაინტერესებდა, ეს არის ის, თუ რამდენად უმკლავდება საქართველოს სახელმწიფო იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არსებობს,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

რომან კაკულია დემპინგურ ფასებზე: ეს საფრთხე მართლაც არსებობს და საკითხს დეტალურად შევისწავლით

რომან კაკულია დემპინგურ ფასებზე: ეს საფრთხე მართლაც არსებობს და საკითხს დეტალურად შევისწავლით

13 ივნისი, 2018

ტრამპის ახალი ბრძანება 25-%იანი ტარიფის შესახებ და ანტიდემპინგური კანონის არარსებობა ქვეყანაში, საფრთხის წინაშე აყენებს მთლიანად ქართულ ინდუსტრიას. პრობლემები დაიწყო იმით, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კონკურენციისგან ქვეყნის...

ახალი სტატიები