ჯაფარიძე: საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერებში ჩვეულებრივი კორუფციაა

ჯაფარიძე: საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერებში ჩვეულებრივი კორუფციაა

პოლიტიკური გაერთიანება გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე "აიპრესთან" აცხადებს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მაღალჩინოსნების გადასვლა გზების მშენებლობის მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებში სამუშაოდ, ჩვეულებრივი კორუფციაა.

- ჩემი აზრით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მაღალჩინოსნების გადასვლა გზების მშენებლობის მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებში სამუშაოდ, ჩვეულებრივი კორუფციაა. კორუფცია არ ნიშნავს მხოლოდ ქრთამის მიცემას და ქრთამის მიცემა არ ნიშნავს მხოლოდ ხელიდან ხელში ფულის გადასვლას.

ქრთამი და კორუფცია შეიძლება გამოიხატოს იმაშიც, რომ საჯარო მოხელემ რომელიმე კომპანიას მოაგებინოს ტენდერი მომავალში ამავე კომპანიაში დასაქმების სანაცვლოდ. გზების მშენებლობის ტენდერებში, ჩემი აზრით, სწორედ ასეთ ფაქტებზეა საუბარი. უბრალოდ ამას სჭირდება სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან გამოძიება და მტკიცებულებების დადება.

- ბოლო პერიოდში მედიაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა მსხვილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებში შესული საეჭვო კომპანიების შესახებ და ასევე იმ საეჭვო პროცედურებზე, რაც ტენდერის შემდეგ შესული ცვლილებების სახით ხდება.

ამის შესახებ არაერთი სტატია გამოქვეყნდა "აიპრესშიც": რატომ ასაქმებენ საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები; გიორგი სეთურიძე: ჩვენ პასუხს ვაგებთ 2016 წლის მერე განხორციელებული პროექტების ხარისხზე.

რა შეფასებას გააკეთებდით ზოგადად საგზაო ტენდერებში მიმდინარე პროცესებზე. რასთან გვაქვს საქმე და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს?

- საგზაო ტენდერებზე და ზოგადად ინფრასტრუქტურაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება ძალიან დიდი თანხები. ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარჯველი ინსტიტუცია ამ ქვეყანაში.

გასაგებია, რომ იქ სადაც დიდი ფული იხარჯება ყოველთვის უფრო მაღალია კორუფციის რისკია და დონეც. ეს ასეა ყველგან დედამიწაზე და ძალიან მაღალი ალბათობით ასეა საქართველოშიც.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში მიმდინარე მოვლენები არა მხოლოდ იმაზე მიუთითებს რომ ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ ჩინოვნიკები შემდგომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებში საქმდებიან, არამედ იმაზეც რომ შესაძლოა ეს კომპანიების წილები ირიბად ამ საჯარო მოხელეების მფლობელობაშიც იყო ტენდერის ჩატარების დროსაც.

და ზოგადად - ეს ფაქტები გვაჩვენებს იმას, რომ სახელმწიფო ხარჯების ამ ნაწილში კორუფციის სხვა ფორმებიც შესაძლოა არსებობდეს.

- საერთაშორისო პროექტებთან დაკავშირებით ხომ არ უნდა იყოს მეტი საპარლამენტო კონტროლი - თუნდაც სატენდერო პირობებსა თუ ტენდერის შემდეგ მომხდარ ცვლილებებზე? მაგალითისთვის, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მაგალითი რომ ავიღოთ ,იმ გაურკვეველი ცვლილებებით, რაც თავდაპირველ პროექტში შევიდა…

- საპარლამენტო კონტროლი პრობლემაა ამ ქვეყანაში. პარლამენტი ამ ფუნქციას რეალურად არ ასრულებს, არც ინფრსტრუქტურული პროექტების ნაწილში და არც ზოგადად.

პარლამენტარების უმრავლესობას სახელმწიფო ბიუჯეტი ერთხელაც კი არ აქვს თვალით ნანახი. რეალურად პარლამენტი მთავრობის მორჩილია. ასეა ახლა, ასე იყო აქამდეც.

ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტი მთავრობის მუშაობაში ხარვეზების აღმოჩენით იყოს დაკავებული, ხარვეზების დაფარვითა და "გაპრავებითაა" დაკავებული.

აქ გამოსავალი მხოლოდ მთავრობის ხარჯების რადიკალურ შემცირებაშია. 13 მილიარდის ეფექტური მონიტორინგის შესაძლებლობა უბრალოდ არ გვაქვს. თუ მთავრობა დახარჯავს ნაკლებს, მაგალითად 8 მილიარდს, ამ თანხების ხარჯვის მიზნობრიობას, ეფეტურობას, კორუფციის რისკებს და ა.შ. ჯამში გაცილებით უკეთ გავაკონტროლებთ. პლიუს, ამ გზით ეკონომიკის სწრაფ განვითარებასაც შევუწყობთ ხელს.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები