პრემიერი: საკუთარი ბიზნესით ხელისუფლებას ვერავინ დააშანტაჟებს

პრემიერი: საკუთარი ბიზნესით ხელისუფლებას ვერავინ დააშანტაჟებს

"მინდა, აუცილებლად გამოვეხმაურო იმ ძალიან არაჯანსაღ აჟიოტაჟს, რომელიც მედიასაშუალებებზე ე.წ ზეწოლას ეხება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი ტიპის ბრალდებები სრული აბსურდია. გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი რამ ხდებოდეს. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ასევე გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკუთარი ბიზნესი ვინმემ გამოიყენოს ხელისუფლების შანტაჟის იარაღად და ჩვენ დავრწმუნდით, რომ სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მთელი გუშინდელი საღამო მიეძღვნა ამ თემატიკას. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის გამორიცხული. ხელისუფლება, რომელმაც მოიტანა ის, რომ პრაქტიკულად დღეები სჭირდება ახალი ტელევიზიის დარეგისტრირებას და ფუნქციონირების დაწყებას, ნამდვილად ვერ მივიღებთ ამ ბრალდებებს. იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი მედია ჰქვია, ჩვენს ხელისუფლებაში ვერავინ შეეხება. გამორიცხულია, ასეთი რამ ხდებოდეს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას".

შეგახსენებთ, გუშინ  ტელეკომპანია "იბერიას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ვახო ხუზმიაშვილმა არხის ჟურნალისტების სახელით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: ომეგა" დღესაც დემპინგის მსხვერპლია, რაც სერიოზულ პრობლემებს უჩენს "იბერიას"

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

13 საათის წინ

ამის შესახებ განცხადებას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ავრცელებს. "მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში. სახელმწიფო ვერ...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები