ბახტაძე: სოციალურ ქსელში ჩემს გვერდს თვითონ ვმართავ და ამის უფლება და ვალდებულება გამაჩნია

ბახტაძე: სოციალურ ქსელში ჩემს გვერდს თვითონ ვმართავ და ამის უფლება და ვალდებულება გამაჩნია

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მას აქვს ვალდებულება, რომ საზოგადოებასთან, ამომრჩეველთან კომუნიკაცია ჰქონდეს, შესაბამისად, სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდს თვითონ მართავს. აღნიშნულის შესახებ მინისტრმა შემდეგ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა: ვინ აფინანსებს თქვენთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კამპანიას?.

"ვინ აფინანსებს ჩემი სოციალური ქსელის კამპანიას? ეს არის ჩემი პირადი გვერდი, რომელსაც მე პირადად ვმართავ და ეს არის ჩემი პირადი ინიციატივა. მე, როგორც საჯარო პოლიტიკოსს, ვფიქრობ, მაქვს ამის არა მარტო უფლება, არამედ ვალდებულება. მინდა, ყველას შეგახსენოთ, საგადასახადო ინიციატივებში ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი პირადად მე და ჩემმა გუნდმა მივიღეთ სწორედ სოციალური ქსელის მეშვეობით რეკომენდაციები ჩვენი ამომრჩევლებისგან, მეწარმეებისგან, თუ როგორ უნდა დაგვეხვეწა ჩვენ ჩვენი ინიციატიავები, რომლებიც დღეს იქნა წარმოდგენილი. უკუკავშირი ჩვენს ამომრჩევლებთან, უკუკავშირი ბიზნესთან და უკუკავშირი იმ მეწარმებთაან, რომლებსაც აქვთ ინიცატივები, თუ როგორ შეიძლება გახდეს საქართველოში ბიზნესგარემო კიდევ უფრო კონკურენტული",-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები