Doing Business: საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით პირველ ათეულშია

Doing Business: საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით პირველ ათეულშია

საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით ლიდერთა ათეულშია - ვაშინგტონის სტრატეგიული კვლევის ცენტრში საქართველოს წარმატება განიხილეს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართვლოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცლებეს.

"22 თებერვალს, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გიორგი ციკოლია სიტყვით წარსდგა ქ. ვაშინგტონში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS) გამართულ კონფერენციაზე, Doing Business ანგარიშის თხუთმეტი წელი: მომავალი გეზის შესაძლებლობები (Fifteen Years of Doing Business: Opportunities for Future Directions). საქართველოს ისაუბრა საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივესა და თავისუფალ საინვესტიციო გარემოს შესახებ.

როგორც კონფერენციაზე აღინიშნა საქართველო გამორჩეულად წარმატებული ქვეყნის მაგალითია, რომელმაც თავისუფალი და მოსახერხებელი ბიზნეს გარემოს თვალსაზრისით მსოფლიოს წამყვან ათეულშია. Doing Business 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა და 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა, რაც საქართველოს წარმატებული ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის და მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმების შედეგია.


„რეიტინგის 20 მოწინავე ქვეყნიდან, საქართველომ რომელსაც მეცხრე ადგილია უკავია, ყველაზე მეტი რეფორმა განახორციელა ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით. ჩვენი ქვეყანა ჩამოყალიბდა როგორც ლიდერი რეგიონში და ფრაზა ‘ბიზნესის კეთების სიმარტივე’ ზუსტად მიესადაგება ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ბიზნეს გარემოს,“ განაცხადა გიორგი ციკოლიამ.

საქართველოს წარმატებული მაგალითი სხვა გამომსვლელების მიერ შეფასდა როგორც ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის სწრაფი განვითარებისათვის სწორად დაგეგმილი სტრატეგია. კონფერენციაზე სიტყვით წარდგნენ მსოფლიო ბანკის უფროსი მენეჯმენტის წარმომადგენლები და სხვადასხვა ეკონომიკური კვლევითი ცენტრის მკვლევარები. 

მსოფლიო ბანკის ყოველწლიური ანგარიში Doing Business ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეიტინგული კვლევაა, რომელიც მსოფლიო ქვეყნებს ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით სწავლობს და ქვეყნების რეიტინგს ადგენს. Doing Business ანგარიში ყოველწლიურად პოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებებისა თუ სპეციალისტების დიდ ყურადღებას იპყრობს. ანგარიშის გამოქვეყნების 15 წლის მანძილზე საერთო რეიტინგი და ცალკეული ქვეყნების სიღრმისეული კვლევა აღნიშნული სფეროს განვითარებისა და რეგულაციების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები შეიტანა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები