გოგი წულაია: პრემიერს თუ შეუძლია პარლამენტში შეიგინოს, მე რატომ არ შევიგინები?!

გოგი წულაია: პრემიერს თუ შეუძლია პარლამენტში შეიგინოს, მე რატომ არ შევიგინები?!

ამის შესახებ "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა გოგი წულაიამ  "ტვპირველის" ეთერში,  განაცხადა.

"ორ ადამიანს დავა ჰქონდა მანქანასთან დაკავშირებით და ეს საქმე სასამართლომ გაწელა, 3-4 წელი იყო ზუსტად გასული, ვერ მიაღწია ვერაფერს, არ დამთავრდა და მერე ერთმანეთს შემთხვევით გადაეყარნენ, ურტყეს ციგნის დოლივით ერთმანეთს, დაიჭირა პატრულმა და ორივე 2000-2000 ლარით დააჯარიმა. მე ვთვლი, რომ ისინი კი არ უნდა დაეჯარიმებინათ, ვისაც ამის გადაწყვეტა შეუძლია, ისინი უნდა დაეჯარიმებინათ. ეს არის კომპლექსური, ამაზე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს. სანამ სასამართლოებში 3-4 წელიწადში საქმეებს ვერ გადაწყვიტავენ, ვიღაც ალტერნატიული გზის ძებნას დაიწყებს, აბა რას იზამს. თუნდაც, პოლიტიკოსები რომ ვართ აგრესიულები, თუნდაც, პრემიერ-მინისტრს რომ შეუძლია პარლამენტში შეიგინოს და არ ისჯება, მე რატომ არ შევიგინები?! ახლა, ვერ გავიგე, ის თუ აგინებს, მე რატომ უნდა დავისაჯო?! ,- განაცხადა გოგი წულაიამ. 

მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი: ნენსკრა ჰესის პროექტი სვანეთის განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს

მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი: ნენსკრა ჰესის პროექტი სვანეთის განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს

27 აგვისტო, 2018

რამდენიმე დღის წინ მესტიაში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ კომპანია სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები