სააკაშვილი: 2012 წელს პუტინის მიერ არჩევნებში ჩარევის პირველი მსხვერპლი ვიყავი

სააკაშვილი: 2012 წელს პუტინის მიერ არჩევნებში ჩარევის პირველი მსხვერპლი ვიყავი

"შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი პოლიტიკა უნდა გაატაროს", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი CNN-თან ინტერვიუში საუბრობს.

ინტერვიუს ასაღებად ტელეარხის კორესპონდენტი მიხეილ სააკაშვილს ამსტერდამში შეხვდა და შეკითხვები რუსეთის მიმართ დონალდ ტრამპის პოზიციის შესახებაც დაუსვა. სააკაშვილი დადებითად აფასებს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკრაინისა და საქართველოსათვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების შესახებ, თუმცა აღნიშნავს, რომ რუსეთის შესაჩერებლად შეერთებული შტატების ლიდერმა მეტი უნდა გააკეთოს.

"ვლადიმერ პუტინის მიერ არჩევნებში ჩარევის პირველი მსხვერპლი ვიყავი 2012 წელს. მათ წამოიწყეს დეზინფორმაციის კამპანია, პროვოკაციები, ინტერნეტ-შეტევები, ჩვენკენ ტროლების მთელი მანქანა მომართეს. ვფიქრობ, დონალდ ტრამპმა რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგა. რა თქმა უნდა, უფრო მეტის ნახვა გვინდა. დონალდ ტრამპმა უნდა დაიცვას ამერიკული ღირებულებები. თუ ჩვენნაირად ვინმეს უკანონოდ ავიწროებენ და ხმას არავინ ამოიღებს, რადგან მყიფე გეოპოლიტიკური ბალანსის დარღვევა არ სურს, მაშინ მეტი პრობლემისთვის უნდა მოვემზადოთ, რადგან მსგავსი შემთხვევები გაიზრდება", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები