შენგენის ზონაში გატარებული დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაცია შეიქმნა

შენგენის ზონაში გატარებული დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაცია შეიქმნა

დღეს, იუსტიციის სამინისტროს ახალი სერვისის - უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაცია "Schengen/EU App" პრეზენტაცია გაიმართება.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში" მობილური აპლიკაციის პრეზენტაციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამართავს.

მობილური აპლიკაცია მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, ჩაინიშნონ შენგენის/ევროკავშირის ზონაში გატარებული დღეები და გამოითვალონ დარჩენილი დღეების რაოდენობა, რათა უნებურად არ დაარღვიონ უვიზო მიმოსვლის წესები.

აპლიკაციის დახმარებით შესაძლებელი იქნება: შენგენის ზონაში მოგზაურობის ისტორიის შენახვა (მათ შორის, ქვეყნების მითითებით), დარჩენილი დღეების რაოდენობის გამოთვლა, კონკრეტული მოგზაურობის ან მოგზაურობის ისტორიის ამსახველი ვიზუალური ინფორმაციის გაზიარება სოციალურ ქსელებში.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები