ოთარ დანელია: უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სასოფლო-სამეურნეო მიწა აღარ გასხვისდება

ოთარ დანელია: უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სასოფლო-სამეურნეო მიწა აღარ გასხვისდება

საქართველოს ორგანული კანონში "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ" შესაძლოა ცვლილება შევიდეს და უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სასოფლო-სამეურნეო მიწა აღარ გასხვისდეს, ცვლილების ინიციატორი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტია.

"აიპრესთის" კითხვაზე, თქვენი ახალი ინიციატივით, უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწა არ გასხვისდება, რაც სავარაუდოდო კრიტიკის საგანი გახდება. რას გულისხმობს კონკრეტულად ეს ინიციატივა? აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია პასუხობს:

"პირველ რიგში საფუძველი არ აქვს კრიტიკას, რომელიც ამბობს რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების აკრძალვამ შეიძლება ეკონომიკაში მოიტანოს რაღაც სერიოზული ჩავარდნა. ეს ასე არ არის.

თუ ჩვენ შევხედავთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს აგრარულ სექტორში, ის გაცილებით ნაკლებია ვიდრე ადგილობრივი ინვესტიციები. ჩვენ არ ვამბობთ, რომ დარგში ინვესტიციის შესაძლებლობა ეკრძალებათ უცხოელებს. ჩვენ ვამბობთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე პირს არ ექნება შესაძლებლობა შეიძინოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. სურვილის შემთხვევაში მას შეეძლება იჯარით და პირობით აიღოს მიწა. მაგრამ, ამას თან უნდა სდევდეს პასუხისმგებლობა. როგორც მიზნობრივი ათვისება, ისე საინვესტიციო გეგმა.

რაც შეეხება უშუალოდ საკუთრებას, ამ შემთხვევაში თუ საქართველოში დარეგისტრირებული სუბიექტი, რომლის 51% -ის მეწილეა ქართული მხარე ან საქართველოს მოქალაქეები, ამ შემთხვევაში არც საკუთრების პრობლემა დგას დღის წესრიგში. თუმცა ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებული იქნება ვალდებულება.

დღეს ინდივიდუალურია. ზოგიერთ კონფიგურაციაში ფიგურირებს გარკვეული ვალდებულებები, ზოგიერთში არ ფიგურირებს. ჩვენ გვინდა, რომ ამას სისტემური სახე მივცეთ და ვიცოდეთ, რომ სერიოზული განზრახვა აქვს ნებისმიერ ინვესტორს, რომელსაც უნდა საქართველოში შემოსვლა და არა ტყუილუბრალოდ, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, 10 000-ობით ჰექტრები აქვთ ათვისებული, რომელზეც დღეს არაფერი ხდება.

ამ ყველაფრის უკან გარკვეულ კორუფციულ რისკებს ხომ არ ხედავთ, მაგალითად გარკვეული გარიგების საფუძველზე ქორწინება...

ქორწინებას ჩვენი ვერსია არ იცნობს. ჩვენი ვერსია ითვალისწინებს მხოლოდ მემკვიდრეობას, რადგან ეს ჩვენი ეროვნული ინტერესების საკითხია და რა თქმა უნდა, ჩვენ წავახალისებთ ნებისმიერი ემიგრანტის საქართველოში დაბრუნებას. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ვალდებულებები ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რომელიც ყველა ახალ გარიგებას თან ახლავს.

რაც შეეხება გამონაკლისის სახით დიდ პროექტებს, როგორიც არის ჰესები, პორტები და ა.შ. აქ არის კონკრეტულად გაწერილი იერარქია, თუ როგორი შეთანხმებებით და დისკრეციით იქნება მიღებული. მაგალითად ანაკლიის პორტი - ბუნებრივია იქ არის სასოფლო-სამეურნეო მიწები. რა თქმა უნდა არ შეიძლება ამხელა ინვესტიციაზე უარი თქვას სახელმწიფომ, კონსორციუმი შეიძლება იყოს არაქართული სუბიექტი, ყოველ შემთხვევაში დამფუძნებლები, ამ დროს მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის აზრი იყოს გათვალისწინებული, მნიშვნელოვანი ამას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დასაბუთება ჰქონდეს, რეგიონის დასტური და ასევე დასაბუთება. არ მხოლოდ ის, რომ ვეთანხმები, არამედ ვეთანხმები იმიტომ რომ... ანუ სრული დასაბუთება. შემდეგ დარგობრივი სამინისტროები, ამ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტრო, რადგან მათი საკურატორო სფეროა. ასევე, შეიძლება იყოს გარემოს დაცვის სამინისტრო, ვინაიდან გარემოზე ზემოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია და მათი თანხმობა საჭიროა. საბოლოო დისკრეცია შეიძლება იყოს მთავრობის პრეროგატივა, რომ მათ მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება. შეიძლება ეს ვიღაცას რთულად ეჩვენება, მაგარ ჩვენ ეს აუცილებლად გვეჩვენება და ვფიქრობთ, რომ ამის გარეშე ასეთი მნიშვნელოვანი პროექტებზე გადაწვეტილებების მიღება არც უნდა ხდებოდეს", - განაცხადა ოთარ დანელიამ. 

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას  ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

20 ივნისი, 2018

"ჩვენ მივესალმებით, რომ მამუკა ბახტაძე მხარს უჭერს ინოვაციებს, იმ სიახლეებს, რომელიც ეკონომიკაში აუცილებლად დადებით ძვრებს მოიტანს" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპატლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ...

ახალი სტატიები