სააკაშვილი: სანამ ქვეყანას ივანიშვილი მართავს, ახალ დიდ უბედურებებს უნდა ველოდოთ

სააკაშვილი: სანამ ქვეყანას ივანიშვილი მართავს, ახალ დიდ უბედურებებს უნდა ველოდოთ

ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის შეფასებით, თბილისში ზის ხელისუფლება, რომელმაც რუსეთს ქართველი მებრძოლების სიები გადასცა.

"არჩილ ტატუნაშვილმა გიორგი ანწუხელიძის მსგავსად უარი თქვა ოკუპანტებისთვის ქედის მოდრეკაზე. ვისაც მის წამებით მკვლელობაზე უნდა ეპასუხა, ივანიშვილმა ციხეში ჩასვა (რომა შამათავა და სხვები). თან თბილისში ზის ხელისუფლება, რომელმაც გადასცა რუსეთს ჩვენი მებრძოლების სიები და მთელი ეს პერიოდი წულუკიანი ლობირებს ჰააგის სასამართლოში საქართველოს ჯარისკაცების გამტყუნებას, ხოლო პრეზიდენტ მარგველაშვილის თანამშრომელი ანა დოლიძე პირდაპირ რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა ამ საკითხში. ესაა უტყუარი ფაქტები და ამიტომ, სანამ ქვეყანას ივანიშვილი მართავს, ახალ დიდ უბედურებებს უნდა ველოდოთ. ჩემი გულწრფელი სამძიმარი საქართველოს ერთგული ჯარისკაცის არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს",-წერს სააკაშვილი facebook-ზე.

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

06 ივნისი, 2018

"სიდას" ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 8 ივნისს სამოქალაქო კოლეგიაში სარჩელს 8 პირის წინააღმდეგ შეიტანს. როგორც მისმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა...

ახალი სტატიები