ქუთაისში ყოფილ პოლიციელს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

ქუთაისში ყოფილ პოლიციელს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს ბაგრატ ჯანუაშვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სასჯელის სახით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჯანუშვილის საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მოსამართლე ციცინო კიკვაძემ დღეს გამოაცხადა. 

ყოფილი პოლიციელის დაცვის მხარე აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსამართლე მხოლოდ პოლიციცილეთა ჩვენებებს დაეყრდნო, რადგან ადვოკატ ნათია ჩხეტიანის განცხადებით, ბრალდების მხარეს სასამართლოში რეალური მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

ბაგრატ ჯანუაშვილი თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურზე 2017 წლის 2 აგვისტოს დააკავეს. ის სამართალდამცავ სტრუქტურაში 12 წლის განმავლობაში მუშაობდა. დაცვის მხარე მისი დაკავების მიზეზად იმ ფაქტს ასახელებს, რომ ჯანუაშვილმა ძალოვნებთან არ ითანამშრომლა და მათთვის სასურველი პირების წინააღმდეგ ჩვენებები არ მისცა. ადვოკატი დავის გაგრძელებას სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში გეგმავს.

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

10 აგვისტო, 2018

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ქალაქში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციის, ამ დროისათვის შემოსულია...

ახალი სტატიები