ხოშტარია:  თბილისში სავაჭრო ობიექტების დაცვისა და უსაფრთხოების სერიოზული პრობლემაა

ხოშტარია: თბილისში სავაჭრო ობიექტების დაცვისა და უსაფრთხოების სერიოზული პრობლემაა

საპარლამენტო უმცირესობის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ თბილისში, სავაჭრო ობიექტების დაცვისა და უსაფრთხოების მხრივ, სერიოზული პრობლემები არსებობობს.

„არ შეიძლება, რომ მუდმივად ვიყოთ ახალი ხანძრის მოლოდინში. რაღაცით უნდა შევაკავოთ ეს, წინასწარ უნდა ვიფიქროთ როგორ უნდა ავირიდოთ ასეთი ხანძრები თავიდან, იმიტომ რომ ამას მოჰყვება ჯერ ერთი უსაფრთხოების პრობლემა და მერე, უამრავი ადამიანის გაუბედურება, რომელთაც შემოსავალი კიდევ აქვთ. რა მოხდა, ახლა აბსოლუტურად არასერიოზულია, აქედან ვილაპარაკო იქ რა მოხდა. წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს ქალაქში, არის სერიოზული პრობლემა ასეთი ობიექტების, უსაფრთხოების და დაცულობის. ამას კომპლექსურად თუ არ მივხედეთ, მუდმივად ახალი დაზარალებულების ჯარი შეემატება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ „რუსთავი2“-თან ბოლო დროს გაჩენილი ხანძრების მიზეზების შესახებ კომენტირებისას.

გუშინ, თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობა" თერგში" ხანძარი გაჩნდა. როგორც "აიპრესს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაახლოებით 3000 კვადრატამდე ფართი დაიწვა. ადგილზე მუშაობდა 35 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები