გვენეტაძე: მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ჩემი ხელმოწერით დავადასტურებ

გვენეტაძე: მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ჩემი ხელმოწერით დავადასტურებ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ჟურნალისტებთან მოსამართლეთა უვადო დანიშვნაზე აკეთებს კომენტარს და აცხადებს:
"ჩვენ ვიმუშავებთ იმ ფორმატში, რომელიც გამოვაცხადეთ, დიდი ხნის წინ რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამნისტროს, პალამენტისა და იუსტიციის საბჭოს ერთობლივი ფორმატით, სადაც დონორი ორგანიზაციებიც მიიღებენ მონაწილეობას, არასამთვრობო სექტორიც და გავაუმჯობესებთ იმ ხარვეზს, რომელიც გააჩნია უვადო დანიშვნის შესახებ კანონს.

ჩვენ ვმოქმედებთ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოსამართლის დანიშვნას ჩემი ხელმოწერით დავადასტურებ, თუმცა თქვენ კენჭისყრის შედეგებით შეგიძლიათ იმსჯელოთ გადაწყვეტილებების თაობაზე", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, 2018 წლის 22 თებერვალს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ გაამწესა(მათ შორისაა სულხან მოლაშვილს საქმის გნმხილველი მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე), რასაც საქართველოს პრემიერმინისტრისგან კრიტიკული განცხადება მოჰყვა.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები