ხელვაჩაურში, "ვულკანიზაციაში", საბურავის გახეთქვის შედეგად მამაკაცი მძიმედ დაშავდა

ხელვაჩაურში, "ვულკანიზაციაში", საბურავის გახეთქვის შედეგად მამაკაცი მძიმედ დაშავდა

შემთხვევა ხელვაჩაურში ცენტრალურ მაგისტრალზე მდგარ პროფილაქტიკაში მოხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი კლინიკა "მედინაში" გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს ტვინის შერყევა და სამი კიდურის მოტეხილობა აღენიშნება.

თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანის საბურავის გახეთქვის წნევამ, იქვე მყოფი მამაკცი რამდენიმე მეტრში გადააგდო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

10 აგვისტო, 2018

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ქალაქში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციის, ამ დროისათვის შემოსულია...

ახალი სტატიები