სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება ტატუნაშვილის ტრაგედიით სპეკულირება

სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება ტატუნაშვილის ტრაგედიით სპეკულირება

"რაც არ უნდა იყოს მიზეზი, გამართლება თუ მიზანი, არ შეიძლება ამ ადგილას მაგისტრალის გადაკეტვა", - ასე ეხმაურება ოკუპირებულ ცხინვალის ციხეში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და რიგითი მოქალაქეების მიერ გამართულ გუშინდელ აქციას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, არ შეიძლება დღევანდელი უმძიმესი ტრაგედიით სპეკულირება და სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება.

"არ შეიძლება დღევანდელი უმძიმესი ტრაგედიით სპეკულირება და სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება ... გასაგებია საზოგადოების აღშფოთება და ოჯახის ტკივილი მაგრამ გაუგებარია პოლიტიკურად მოტივირებული აქტივისტები რას იმოქმედებდნენ და რას უბიძგებენ ხელუსუფლებას : რომელი ბერკეტის ამოქმედებას, ძალის თუ რა სხვა ხერხის გამოყენებას?

ურთულესია ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა, უმძიმესია იმის განცდა, რომ საერთაშორისო საზოგადოების და პარტნიორების მობილიზების გარდა სხვა ძალისხმევა ამ შემთხვევაში არ გაგვაჩნია, უმწარესი როცა ვერაფრით ვერ შველი შენ დაკავებულ მოქალაქეებს ... მაგრამ ეს არანაირად არ ამართლებს ამ დროს ქვეყნის სისუსტეზე ხაზისგასმას სწორედ იმ ყველაზე ფაქიზ ადგილას საიდანაც მტერი თვალებში გიყურებს ... ნეტავ ასეთ არსებით საკითხზე რათ ვახარებთ მას ჩვენი ორ ბანაკად გახლეჩით, ნეტავ რატომ ვუხსენებთ ყველას რომ ამ მაგისტრალზე ქვეყნის ორად დაყოფა შეიძლება?
ნუთუ არ შეგვიძლია რამდენიმე საკითხის მიმართ ზეპოლიტიკური, ზეპარტიული და მაშასადამე ზნეობრივი მიდგომა?" - წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ში.

შეგახსენებთ, ცხინვალის ციხეში, გაურკვეველ ვითარებაში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი სამხედროს ცხედრის ოკუპირებული ცხინვალიდან საკუთარ სახლში გადმოსვენებას ისევ ითხოვს, თუმცა კონკრეტული თარიღი ამასთან დაკავშირებით, ტატუნაშვილებისთვის კვლავ უცნობია. გუშინ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ნატახტართან აქცია გამართეს და ავტომაგისტრალი გადაკეტეს. იყო მცირე სიტყვიერი დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორისაც. ადგილზე მივიდა ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარიც.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები