აშშ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას: გაათავისუფლეთ ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი

აშშ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას: გაათავისუფლეთ ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი

"ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო, რომელიც სამხრეთ ოსეთში (რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორია) 22 თებერვალს დააკავეს",- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ჰეზერ ნაუერტის მიერ გაკეთებულ განცახდებაშია ნათქვამი.

"ვუსამძიმრებთ მის ოჯახს. ამერიკის შეერთებული შტატები ასევე გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს მოქალაქეების: ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავების გამო. მოვითხოვთ მათ გათავისუფლებას და მათთვის ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთის შესაძლებლობის უზრუნველყოფას",- აღნიშნულია განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატები მოითხოვს ამ ტრაგიკული ინციდენტის გარემოებების დაწვრილებით გამოძიებას.

"აშშ კვლავაც მოუწოდებს ყველა მხარეს, შეთანხმდნენ დამატებით ზომებზე ხსენებულ რეგიონში ურთიერთნდობისა და გამჭვირვალობის გაძლიერების მიზნით",- ნათქვამია პრესსპიკერის განცხადებაში

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები