ნათელაშვილი რუსეთს: ერთხელ მაინც იყავით მართლმადიდებელი, გადმოგვეცით გარდაცვლილი ტატუნაშვილი

ნათელაშვილი რუსეთს: ერთხელ მაინც იყავით მართლმადიდებელი, გადმოგვეცით გარდაცვლილი ტატუნაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რუსეთის ფედერაციას მიმართავს, რომ მის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიიდან დროულად მოხდეს, ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის სახლში გადმოსვენება, რათა ქრისტიანული წესით დროულად დაიკრძალოს. 

„რუსეთის ფედერაციის საბჭოს და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს გაეგზავნა მიმართვა, რათა მოსკოვმა მოახდინოს ზეწოლა ცხინვალის რეჟიმზე ცხედრის გადმოსვენების დაჩქარების თაობაზე. რუსეთის ხელისუფლება ერთხელ მაინც ჩვენს მიმართ იქნება მართლმადიდებელი და გადმოგვცემს დაღუპული ვაჟკაცის ცხედარს, იმ დროში და იმ წესებით, როგორც ამას მოითხოვს ქრისტიანული ღირებულებები“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები