ბარათაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი შენობიდან მინა ჩამოვარდა და 10-დან 12 წლამდე 6 ბავშვი დაშავდა

ბარათაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი შენობიდან მინა ჩამოვარდა და 10-დან 12 წლამდე 6 ბავშვი დაშავდა

დაახლოებით 1 საათის წინ ძველი თბილისის რაიონში, შენობის ფასადიდან მინა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ქვეითად მოსიარულე 6 მოზარდი დაშავდა. 

დაშავებული 6 მოზარდიდან 3 სამი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც "აიპრესს" ინგოროყვას კლინიკის დირექტორმა ნინო ქოჩიაშვილმა განუცხადა, დაშავებული 3 მოზარდიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

შსს-ს ინფორმაციით, "ქალაქ თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობის ფასადიდან მინა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ქვეითად მოსიარულე 6 არასრულწლოვანი დაშავდა. ექვსივე მათგანი #70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები".

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები