ინაშვილი მელიაზე: თუ მაინც და მაინც ყელი ეფხანება, თბილისში იწივლოს, ბორჯომში - არა!

ინაშვილი მელიაზე: თუ მაინც და მაინც ყელი ეფხანება, თბილისში იწივლოს, ბორჯომში - არა!

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ბორჯომში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ნიკა მელიას, მოუწოდებს თბილისში დაბრუნებისკენ და ბორჯომის პროცესებისგან გაცლას.
"ბორჯომის საკრებულოში მიმდინარე პროცესებთან არავითარი შეხება და კავშირი არა აქვს ნაცმოძრაობას და ნიკა მელიას. ნაცმოძრაობა ამ საკრებულოში ერთადერთი დეპუტატითაა წარმოდგენილი. ბორჯომელებს მხარი არ დაუჭერიათ ნაცმოძრაობისთვის, ამიტომ ბატონი მელია ტრადიციულად ირჩევს იაფფასიანი პოპულიზმის გზას და ბორჯომის საკრებულოში წივილ- კივილით და რუსთავი-2-ის დახმარებით ცდილობს ყურადღების მიპყრობას. რეალურად არც ბორჯომელების მხარდაჭერა აქვს და არც პოლიტიკური პროცესის მონაწილეა.

ასევე, ნიკა მელიას არავითარი საქმე არა აქვს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარესთან, რომლის კაბინეტსაც დღეს სტუმრობდა. მეორე და მთავარი- ბორჯომის საკრებულოში მწვავე დაპირისპირებაა მიმდინარე საკითხებზე. ეს ბუნებრივია. საკითხებს შორის იყო მერიის თანამშრომელთა ხელფასების თემა. ჩვენს პარტიას აქ მკაფიო პოზიცია ჰქონდა და აქვს. ჩვენი თვითმიზანი არაა მერიის თანამშრომელთა დასჯა, რომლებსაც თვეებია ხელფასი არ მიუღიათ. ბევრ მაგთგანს საბანკო კრედიტის წნეხი აწევს. ისინი, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ჩემი თანამოქალაქეები არიან, ამიტომ ჩვენი- საქართველოს პატრიოტების ამოცანაა,- საკრებულოში შეიქმნას ნორმალური ვითარება, როცა უმრავლესობა და უმცირესობა ხალხის სასარგებლოდ იმუშავებს. ხაზს ვუსვამ: ბორჯომელების სასარგებლოდ!!! ჩვენ, ლიდერებმა , პატივი უნდა ვცეთ ბორჯომის საკრებულოს დეპუტატებს და მივცეთ საშუალება,- დამოუკიდებლად მიიღონ ესა თუ ის გადაწყვეტილება. ზოგი ასე ფიქრობს, ზოგი- ისე.

მთავარია, მოსახლეობის ინტერესი არ დაზარალდეს. ბატონ მელიას კი, მოვუწოდებ დაუბრუნდეს თბილისს და თავი დაანებოს ბორჯომის საკრებულოსთან მიკერებას. ბორჯომის საკრებულოს უმრავლესობაში 1 დეპუტატით წარმოდგენილ პარტიას წივილ- კივილის გარდა სხვა რესურსი რომ არა აქვს, გასაგებია, მაგრამ თუ მაინც და მაინც ყელი ეფხანება, თბილისში იწივლოს. ბორჯომში- არა", - წერს ირმა ინაშვილი.

რომან კაკულია დემპინგურ ფასებზე: ეს საფრთხე მართლაც არსებობს და საკითხს დეტალურად შევისწავლით

რომან კაკულია დემპინგურ ფასებზე: ეს საფრთხე მართლაც არსებობს და საკითხს დეტალურად შევისწავლით

13 ივნისი, 2018

ტრამპის ახალი ბრძანება 25-%იანი ტარიფის შესახებ და ანტიდემპინგური კანონის არარსებობა ქვეყანაში, საფრთხის წინაშე აყენებს მთლიანად ქართულ ინდუსტრიას. პრობლემები დაიწყო იმით, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კონკურენციისგან ქვეყნის...

ახალი სტატიები