ფოფხაძე: თუ ოპოზიცია სხვანაირად არ მოიქცევა, მაშინ ბორჯომში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს

ფოფხაძე: თუ ოპოზიცია სხვანაირად არ მოიქცევა, მაშინ ბორჯომში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს

"არის ორი ვარიანტი, ან უნდა დასხდნენ ეს ადამიანები, დაივიწყონ ვინ რომელი პარტიიდან არის, ისაუბრონ ბორჯომს რა სჭირდება და ის გააკეთონ, ან ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს", - ასე აფასებს "ქართული ოცნების" ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფოხაძე "აიპრესთან" ბორჯომის თვითმმართველ ორგანოში განვითარებულ მოვლენებს.
გედევან ფოფხაძე ბორჯომის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკურ სპეკულირებას უწოდებს და აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პოლიტიკურ ინტერესებს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები ეწირება.

"ოპოზიციური პარტიები "ქართულ ოცნებას" ყოველთვის ყველაფერში ადანაშაულებენ. ნიკა მელიას ბორჯომი ჩემზე მეტად სტკივა?! ამ საკითხებზე საუბრისას პარტიულობა რაიმე მაჩვენებელი არ უნდა იყოს, მთავარია ბორჯომის და ბორჯომელების ინტერესები.

"ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს ოპოზიცია, ისინი არიან დესტრუქციულები, რომლებიც რაიონებში სიტუაციას ურევენ. ჩვენ ჩავატარეთ დემოკრატიული არჩევნები, მოხვდნენ საკრებულოში და ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ საკრებულოს წევრობა ბოროტად გამოიყენონ?! როცა საკრებულოს სხდომები ხელოვნურად ვარდება.... მე მაგათ ყველას მოხარშულს ვიცნობ. ბორჯომში დაბადებული ვარ, სკოლა იქ მაქვს დამთავრებული, 1989 წლიდან მოყოლებული ყველა პოლიტიკურ აქტივობაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. რაც კი დავბადებულვარ, ბორჯომის რაიონი ერთი დღითაც არ მიმიტოვებია.

ვიცი მაგათი მოტივაცია, პირადი ინტერესები აქვთ, თანამდებობები უნდათ, ფული უნდათ. სამწუხაროდ შეიძლება ბევრი ჩვენთანაც არის მასეთი, მაგრამ ისინი (ოპოზიცია) გამგელებულები არიან ამ თვალსაზრისით.

იმედი მაქვს მათ წრეში, ვიღაც აღმოჩნდება ისეთი, რომელსაც სახელმწიფოებრივი, ბორჯომის ინტერესი ექნება და სხვანაირად მოიქცევა, თუ არა და მაშინ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ბორჯომში", - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, საშტატო ნუსხის გამო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები, ოპოზიციური პარტიის წევრებს დაუპირისპირდნენ.

"ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელი ბორჯომის საკრებულოში გიორგი გიუაშვილი ამტკიცებს, რომ „ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ და ცემეს.

მოგვიანებით კი ბორჯომის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია ჩავიდა, რომლის გამოჩენასაც ხელმეორედ დაპირისპირება მოჰყვა.
ნიკა მელიას გააცხადებით, მას "ქართული ოცნების“ აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

„ქართული ოცნების“ წევრები კი აცხადებენ, რომ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე ორი თვეა მერიის თანამშრომელბის სახელფასო სარგოს არ ამტკიცებს და სიტუაცია ბორჯომის თვითმმართველ ორგანოში დაპირიპირებამდე მიიყვანა.

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

07 ივნისი, 2018

ამის შესახებ ინფორმაცია შსს ავრცელებს.  "შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად...

ახალი სტატიები