პრემიერი: ტატუნაშვილის გარდაცვალებაში დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან!

პრემიერი: ტატუნაშვილის გარდაცვალებაში დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან!

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, წილკაანში, ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე გაურკვევლ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებტან განაცხადა.

"სამძიმარი ვუთხარი ოჯახს. ჩამოვედი და ვუთხარი ინფორმაცია, რა ნაბიჯებს ვდგამთ. ერთი რამ მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება ახორციელებს ყველაფერს, რაც ჩვენს ხელთ არის, ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ იმისათვის, რომ უმოკლეს დროში იქნას ცხედარი გადმოსვენებული. ერთი რამ უნდა ითქვას, რომ რაც მოხდა, ეს არის უდიდესი ტრაგედია და ეს არის ძალიან ვერაგული ქმედება ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის წინააღმდეგ. ყველაფერი არის გამიზნული იმისათვის, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვდგამდით, იქნეს დისკრედიტირებული.

საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც დღემდე ვახორციელებდით და რისი შედეგიც იქნება ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. ამას წინ ვერაფერი დაუდგება ნამდვილად და დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან. ეს არის ჩემი სიტყვა", - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დე ფატო ხელისუფლებამ 2017 წლის 22 თებერვალს გაავრცელა, მისი ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიდან ამ დრომდე არ გადმოუსვენებიათ. 

ვერც საქართველოს მთავრობა და ვერც საერთაშორისო ორგანიზაციებმა ვერ შეძლეს დე ფაქტო ხელისუფლება დაერწმუნებინათ, რომ გარდაცვლილი ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახისთვის მიეცათ. ამ დრომდე არავინ იცის ოფიციალურად მიზეზი, რატომ არ აძლევს ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება გარდაცვლილის ოჯახს ცხედარს.

რამდენიმა საათის წინ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მშობლები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდნენ და შვილის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებაში დახმარებას სთხოვეს. ილია II ოკუპირებული ცხინვალიდან ტატუნაშვილის გადმოსვენების თხოვნით, რუსეთის პატრიარქს მიმართავს

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

13 საათის წინ

ამის შესახებ განცხადებას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ავრცელებს. "მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში. სახელმწიფო ვერ...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები