სოზარ სუბარი: თითქმის დადასტურებული ფაქტია, რომ ტატუნაშვილი ნაწამებია

სოზარ სუბარი: თითქმის დადასტურებული ფაქტია, რომ ტატუნაშვილი ნაწამებია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი  სოზარ სუბარის განცხადებით, თითქმის დადასტურებულია ინფორმაციაა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილი ნაწამებია და მისი ცხედრის გადმოსვენებას, სწორედ ამიტომ აჭიანურებენ.

„მოლაპარაკება მიდის, მოგეხსენებათ, როცა მეორე მხარეს არის ოკუპანტი და თანაც, სავარაუდოდ კი არა, ლამის დადასტურებულად ვიცით, რომ ადამიანი არის ნაწამები, ბუნებრივია, ისინი წელავენ, მაგრამ მაინც დარწმუნებულები ვართ, რომ რამდენიმე დღეში, ცხედარი გადმოეცემა და ბიჭებიც, რომლებსაც პრაქტიკულად შინაპატიმრობა აქვთ მისჯილი დროებით, ისინიც გათავისუფლდებიან და ექნებათ თავისუფლად მიმოსვლის საშუალება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა ფოთში, ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დე ფატო ხელისუფლებამ 2017 წლის 22 თებერვალს გაავრცელა, მისი ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიდან ამ დრომდე არ გადმოუსვენებიათ.
ვერც საქართველოს მთავრობა და ვერც საერთაშორისო ორგანიზაციებმა ვერ შეძლეს დე ფაქტო ხელისუფლება დაერწმუნებინათ, რომ გარდაცვლილი ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახისთვის მიეცათ. ამ დრომდე არავინ იცის ოფიციალურად მიზეზი, რატომ არ აძლევს ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება გარდაცვლილის ოჯახს ცხედარს.
სუს-ის ცნობით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილთან ერთად, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

17 ივლისი, 2018

"აიპრესთან" საუბრისას ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები