ირაკლი კობახიძე მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერმინისტრს შეხვდა

ირაკლი კობახიძე მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერმინისტრს შეხვდა

მოლდოვას რესპუბლიკაში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერმინისტრს, პაველ ფილიპს შეხვდა.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთო მიზნების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. მათი შეფასებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკაა, თუმცა არსებობს მეტი შესაძლებლობა ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

ირაკლი კობახიძემ და პაველ ფილიპმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს და საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურეს.

„მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე ჩვენი თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. შევეხეთ პოლიტიკურ თანამშრომლობას. ხაზი გავუსვით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იმისა, რომ ერთად ვიდგეთ ჩვენი საერთო ინტერესების დასაცავად. ასევე, შევეხეთ ეკონომიკურ თანამშრომლობას, აღვნიშნეთ, რომ გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, თუმცა, არის ძალიან დიდი პერსპექტივა იმისა, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა და გავაღრმავოთ ასეთი კავშირები. ასევე, შევეხეთ თანამშრომლობის ისეთ სფეროს, როგორიც არის კულტურული თანამშრომლობა, განათლების, მეცნიერების სფეროში თანამშრომლობა - ეს არის ის სფეროები, სადაც ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისთვის ძალიან კარგი პერსპექტივა არსებობს“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები