ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა 2 თვით გადავადდა

ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა 2 თვით გადავადდა

პარლამენტში ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა 2 თვით გადავადდა. შესაბამისი გადაწვეტილება ბიურომ მიიღო.
ბიუროს სხდომაზე კი აღნიშნული საკითხი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დააყენა. მისი თქმით, გუნდში აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ძირითად პრინციპებზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა დარჩა გარკვეული ტექნიკური საკითხები განსახილველი, მაგალითად რა რესურსი დასჭირდება ნარკომომხმარებლის დახმარების მიზნით შესათავაზებელ სერვისებს.

"მთავარ მიზნებთან დაკავშრებით ჩვენს გუნდში შეთანხმება მიღწეულია, პირველი ეს არის პრევენციის მექანიზმების გაძლიერება, რომ დავიცვათ ჩვენ მომავალში ნარკოტიკების ზიანისგან ჩვენი შვილები, ახალგაზრდები, მომავალი თაობა. მეორე - ხელი შევუწყოთ სამართალდამცავ სტრუქტურებს ებრძოლოს ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და ორგანიზებულ ნარკოდანაშაულს, მესამე - ნარკოდამოკიდებული პირებისთვის უკეთესი მარეგულირებელი გარემო შევქმნათ და ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს, რომ მკურნალობის, რეაბილიტაციისა და ზიანის შემცირების სერვისები მიიღონ შეუფერხებლად. მეოთხე - შეიქმნას ეფექტური მექანიზმი, სადაც ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული მონაცემები, ინფორმაცია თავს მოიყრის, მოხდება ამის ანალიზი და გადაწყვეტილებები მომავალში ამაზე იქნება დაფუძნებული.

ამ საკითხების გარშემო არის არაერთი ტექნიკური საკითხი, რაზეც ჯერჯერობით შეთანხმება სრულად მიღწეული არ არის, ამიტომ, კარგი იქნება თუ კანონპროექტის განხილვამდე კიდევ ავიღებთ 2-თვიან ვადას, საბოლოოდ შევაჯერებთ, ასევე თუ რა რესურსები დასჭირდება პრევენციისა და სერვისების გაფართოებას", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები