პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორს 6 წლის ვადით აირჩევს

პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორს 6 წლის ვადით აირჩევს

საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეიქმნება, რომლის უფლებამოსილებაც იქნება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისულფებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება. პარლამენტში "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის" შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა, ავტორი იუსტიციის სამინისტრო.
კანონპროექტით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლედ განისაზღვრება. მის უფლებამოსილებაში შევა ასევე ამჟამად მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ისპექტორის უფლებამოსილებები.

სახლელმწიფო ისპექტორად აირჩევა ნასამართლეობის არ მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც გააჩნია უმაღლესი იურიდიული განათლება და მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში, ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატურას ხმათა უმრავლესობით შეარჩევს სპეციალური კომისია. კომისია პრემიერმინისტრს წარუდგენს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურას. პრემიერი კი 10 დღის ვადაში პარლამენტს წარუდგენს 2 კანდიდატურას.

პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორს, ნაცვლად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ისპექტორის უფლებამოსილების ვადისა - 3 წლისა, აირჩევს 6 წლის ვადით. აქვე განისაზღვრება, რომ ერთი და იგივე პირი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

კანონპროექტით დგინდება სახელმწიფო ინსპექტორის დამოუკიდებლობის გარანტიები, კერძოდ: სახელმწიფო ინსპექტორი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელი იქნება და არ დაექვემდებარება არცერთ თანამდებობის პირს და ორგანოს. სახელმწიფო ინსპექტორზე და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოხელზე რაიმე ზემოქმედება ან ინსპექტორის საქმიანობაში ჩარევა კანონით დაისჯება.

არავის ექნება უფლება სახელმწიფო ინსპექტორს მოსთხოვოს ანგარიში კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შესახებ ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გაცემამ შეიძლება ხელი შეუშალოს გამოძიების მსვლელობას.

სახელმწიფო ინსპექტორი ყოველ წელს, არაუგვიანეს 31 მარტისა, პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ამასთან, სასქართველოს პარლამენტს, სრული შემადგენლობის უმრავლესობით უფლება ექნება ნებისმიერ დროს მიიწვიოს სახელმწიფო ინსპექტორი მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარსადგენად.

თუ სახელმწიფო ინსპექტორი ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ შეასრულებს თავის მოვალეობას ან დაიკავებს მის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას ან განახორციელებს შეუთავსებელ საქმიანობას, მას პარლამენტის გადაწყვეტილებით უფლებამოსილება შეუჩერდება. 

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები