ვასილა მაღლაფერიძე "რუსთავი 2"-ზე: "ძაღლის კუდი არ გასწორდება"

ვასილა მაღლაფერიძე "რუსთავი 2"-ზე: "ძაღლის კუდი არ გასწორდება"

როგორც ჩანს, სუფრებზე, სხვის საწოლ ოთახებზე მიყურადება ისეთი სენია, რომლისგანაც უჭირთ გათავისუფლება. არანაირად არ გვეხება არც ერთ იქ შეკრებილ ადამიანს ბორდის წევრის არჩევის საკითხის გარჩევა,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ფოტოზე კომენტირებისას განაცხადა.

მაღლაფერიძის თქმით, როგორ შეიძლება შეხვედრას საიდუმლო ეწოდოს, როცა ის ქალაქის ცენტრში, დღისით, ხალხმრავალ ადგილას იმართება.

„ძაღლის კუდი არ გასწორდება. როგორც ჩანს, სხვისი საუბრებისადმი, სხვის სუფრებზე, სხვის საწოლ ოთახებზე მიყურადება ისეთი სენია, რომლისგანაც ძალიან უჭირთ ადამიანებს გათავისუფლება.

მე არ ვურჩევდი ამ მიმართულებით დაზიანებული წარსულის ადამიანებს, ისევ ამ ნიშნით შეახსენონ საზოგადოებას თავი.

რაც შეეხება, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, სისულელეზე როგორ გავმართეთ „საიდუმლო შეხვედრა“ შუადღისით, ქალაქის ცენტრში, დღისით-მზისით, კაფეში, როგორც აღმოჩნდა, ევრო-ნაცების წევრი ქალბატონი იმყოფებოდა, რომელსაც ვიცნობ და მოვიპატიჟებდი სუფრაზე, იქ რომ ყოფილიყო.

მგონი, ეს იყო ორი თვის წინ და რომ გითხრათ, რაზე ვსაუბრობდი, არ მახსოვს. ამ სისულელეზე თუ კომენტარს გავაკეთებ, გეტყვით, რომ საერთოდ არ იდგა არანაირი არჩევნები ბორდის, მით უმეტეს, იანვრის თვეში. მეტსაც გეტყვით, შეუძლებელიც იყო ასეთ სისულელეზე გველაპარაკა, თითქოს ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, მე უნდა მომეხდინა ბორდზე ზეგავლენა ზაზა შათირიშვილის არჩევის მიზნით. ბორდი არ ირჩევს ამას, მეორეც – არანაირად არ გვეხება არც ერთ იქ შეკრებილ ადამიანს ამ საკითხის ასე გარჩევა. არ ვიცი, ეს პოლიტიკური თუ თანამდებობრივი ბრძოლის ერთ-ერთი ფორმაა.

არ მგონია, რომ ქართული ჟურნალისტიკის დღევანდელი დონე ეს იყოს, რომ გამოაქვეყნონ ფოტო და დააწერონ – საიდუმლო შეხვედრა და სკანდალური ფოტო. მაინტერესებს, საიდუმლო შეხვედრა ან სკანდალურობა რაში გამოიხატება, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, ასეთი რამე ხშირად მოხდება“,- განაცხადა მაღლაფერიძემ.

შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-მა გადაცემა PS-ში. გაავრცელა ფოტო, რომელიც "ევროპული საქართველოს" წევრის თამარ კაკაბაძის გადაღებულია დაახლოებით ორი თვის წინ. ფოტოზე გამოსახული არიან ვასილ მაღლაფერიძე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და "ქართული ოცნების" PR სამსახურის უფროსი მაკო ბიგვავა. სიუჟეტში ასეთი ხაზი იყო გავლებული, რომ სამეურვეო საბჭოში ხელისუფლებისათვის სასურველი წევრების შერჩევაში აქტიურად არიან ჩართული კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" PR სამსახურის უფროსი და ასევე მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე. კონკრეტულად კი საუბარი იყო ბორდის წევრად ზაზა შათირიშვილის არჩევაზე. ფოტოს ავტორის თქმით, ის არ ავრცელებდა ფოტოს, სანამ შათირიშვილის გვარი შესარჩევი კანდიდატების სიაში არ ნახა.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები