11 შვილი, 57 შვილიშვილი და 10 შვილთა შვილის შვილი - მრავალშვილიანი დედა ხულოდან

11 შვილი, 57 შვილიშვილი და 10 შვილთა შვილის შვილი - მრავალშვილიანი დედა ხულოდან

ხულოში სოფელ ფაჩხაში ცხოვრები ათინა მახარაძე 78 წლისაა. მას 11 შვილის, 57 შვილიშვილი და 10 შვილთა შვილის შვილი ჰყავს. როგორც თავად "აიპრესთან" ყვება 18 წლის ასაკში გარიგებით შექმნა ოჯახი.
ათინა მახარაძისთვის ბედნიერება ბევრი შვილია. იგი ახალგაზრდა დედებს მოუწოდებს, რომ გააჩინონ ბევრი შვილი და ეს უდიდესი ბედნიერება რასაც მრავალშვილიანი დედის სტატუსი ქვია თავადაც გაიზიარონ.

ქალბატონი ათინა სიამაყით აღნიშნავს, რომ არის 11 შვილის დედა. როგორც თავად ყვება გამოიარა გაჭირვება, ქონდა ცხოვრებაში რთული დღეებიც.11 შვილის დედობა სულაც არ არის მარტივი, მაგრამ შვილის ერთი ღიმილიც საკმარისი იყო ყველა სირთულის დასაძლევად.

"იყო მრავალშვილიანი დედა, ეს უდიდესი ბედნიერებაა, ქალს რაც უფრო მეტი შვილი გყავს მით უფრო ბედნიერი ხარ, ნამდვილად არაა 11 შვილის დედობა ადვილი, იგი ბევს სირთულესთანაცაა დაკავშირებული, თუმცა საკმარისია შვილის ერთი ღიმილიანი სახე და ყველა პრობლემა გავიწყდება. მინდა ახალგაზრდა დედებს მოვუწოდო გააქტიურდენ და თავადაც გაიზიარონ ის უდიდესი ბედნიერება რასაც მრაბვალშვილიანი დედის სტატუსი ქვია“ განაცხადა "აიპრესთან" ათინა მახარაძემ.

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

07 ივნისი, 2018

ამის შესახებ ინფორმაცია შსს ავრცელებს.  "შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად...

ახალი სტატიები