წულუკიანი: მივესალმებით იმას, რომ ევროპული ქვეყნები ჩვენს მოქალაქეებს უარს ეტყვიან თავშესაფარზე

წულუკიანი: მივესალმებით იმას, რომ ევროპული ქვეყნები ჩვენს მოქალაქეებს უარს ეტყვიან თავშესაფარზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიესალმება, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოდან წასული თავშესაფრის მაძიებელთა განცხადების განხილვის წესები გაამკაცრონ. როგორც მინისტრი აცხადებს, საქართველოდან მოქალაქეები არც ერთი ნიშნით არ იდევნებიან, შესაბამისად, უსაფუძვლოა, რომ მათ სხვა ქვეყანაში თავშესაფარი ეძიონ.

“ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა გაამკაცრონ საქართველოდან წასული თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების განხილვის წესები, დააჩქარონ მათი განხილვა, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ევროკავშირის არაერთმა წევრმა ქვეყანამ საქართველო გამოაცხადოს უსაფრთხო ქვეყნად, რადგან ავტომატურად ითვლებოდეს ის, რაც არის რეალობა- ჩვენს ქვეყანაში ადამიანები არ იდევნებიან არც სიტყვის თავისუფლების გამო, არც პოლიტიკურად არც სხვა ნიშნით, შესაბამისად, ყოვლად უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ სხვა ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ ეძიოს თავშესაფარი.

თუ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ტოვებს ჩვენი მოქალაქე ჩვენს ქვეყანას, ეს არ არის საფუძველი თავშესაფრის მოპოვებისა, რადგან თავშესაფარი ნიშნავს დევნილობას, ან პოლიტიკურ, ან სხვა ნიშნით, რაც ჩვენს შემთხვევაში საფუძვლიანი ვერ იქნება. ამიტომაც, მივესალმებით იმას, რომ ევროპული ქვეყნები ჩვენს მოქალაქეებს უარს ეტყვიან თავშესაფარზე, რადგან არ არსებობას ამის საფუძველი.

ყველას გვევალება, დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობებისთვის ის, რაც არის ისტორიული შედეგი, რასაც თითოეულმა ჩვენთაგანმა ერთად მივაღწიეთ, ეს არის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა და მომავალ თაობებს არ დავუკარგოთ ის, რაც იყო მრავალი თაობის მანძილზე ძნელად მისაღწევი“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები